ანტიკვარიატი, ნიკულინის საძინებელი და "შეუფასებელი" სამზარეულო რჩეულიშვილების სახლში - ექსკლუზივი

ჩვენს დღევანდელ მასპინძელს ქართულმა საზოგადოებამ ბიზნესის „რკინის ლედი“ უწოდა. ბევრი ქალისგან განსხვავებით, მისთვის დასვენების დღე არ არსებობს, შრომობს მუხლჩაუხრელად, გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნებით, უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ სტილს. ბზის ხის ავეჯი, სკულპტურული ქანდაკებები, ანტიკვარული ლარნაკები და ნახატები, იური ნიკულინის ნაქონი საძინებელი - ეს იმ ნივთების მცირედი ჩამონათვალია, რომლებსაც ქალბატონი მაია რჩეულიშვილის ბინაში შეხვდებით.


- 2014 წლიდან ვცხოვრობ ამ სახლში,რომელიც „ცენტრ-პოინტმა“ ააშენა. მშენებელი იყო გურამ მღებრიშვილი. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ავაშენეთ. მშენებლობის დროს მოგვივარდა მშენებლობის მინისტრი (თამრიკო ერქვა, სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს), ეგონა,

მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებული პირები, სინამდვილეში ეს იყო ფანტაზიის ნაყოფი. უნდოდა ეს პიარისთვის, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ამ ქალბატონს დახვდა ჩვენი მშენებელი, შეამოწმეს როგორი ფუძე და საძირკველი ჰქონდა შენობას. მანუჩარ მაჩაიძემ დაწერა დისერტაცია, თუ როგორი ხარისხით შენდებოდა. ჩემი ბინის მშენებლობას შეეწირა ეს მინისტრი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როცა გარემონტება დავიწყეთ, ბინა იყო ბანკის მფლობელობაში. ყველას უკვირდა, როგორ დავიწყე რემონტი, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბინას გამოვისყიდდი.


შენების პროცესში მე თვითონ ვიყავი ჩართული.სახლი 100 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. მინდა გითხრათ, რომ აქ ცხოვრობს თითქმის ნახევარი საქართველო, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის მინისტრებიდან მოყოლებული დღემდე- 90%, რომლებსაც კვადრატული მეტრი 250 დოლარად აქვთ შეძენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მადლიერი არავინ არის, მიუხედავად ულამაზესი ხედების, ტექნოლოგიების და ხარისხის.
ბინაში მხოლოდ მე და ვახო ვცხროვრობთ. ძალიან დატვირთული ცხოვრება და რეჟიმი გვაქვს, ამიტომ ვთვლი, რომ მაქვს ბედნიერება ვიცხოვროთ მარტო. ჩვენს გვერდზე, პატარა ბინაში ცხოვრობენ ვახოს დისშვილი და დის შვილიშვილი, რომლებიც მოსკოვიდან არიან ჩამოსულები. მესამე ბინაში კი ჩემი შვილი ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

ქართველ დიზაინერებს მოსწონთ ფარდაგები, სახლში აუცილებლად უნდა დაკიდონ ვაჟა-ფშაველას ან აინშტაინის სურათი, უნდა შემოალაგონ თაროებზე წიგნები, რომლებსაც არასდროს კითხულობენ. აკეთებენ ვითომ მინიმალისტურ მიქსებს, რაც ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი მე თვითონ, კლასიკურ სტილში გამეკეთებინა. ძალიან ხშირად ვარ ნამყოფი და ნაცხოვრები საზღვარგარეთის სასტუმროებში. ყველაზე ძვირიანი სასტუმროები არის გაწყობილი კლასიკური სტილის ავეჯით. კარგი ავეჯი კეთდება საუკეთესო ხის მასალით, მაგალითად, რა ავეჯსაც ხედავთ ჩემთან მისაღებ ოთახში, ყველა არის ბზის ხისგან დამზადებული. ბზის ხეს აქვს საოცარი თვისებები, არის უჯანმრთელესი, ეკოლოგიურად სუფთა, ათასწლოვანი ხე, არ კვდება, არ ჭიანდება, ვინაიდან ქვა და კლდესავით ხდება დამუშავების შემდეგ. სახლში მისი ქონა ნიშნავს იცხოვრო ტყეში, სუფთა ჰაერზე, ვთქვათ გურიაში. დიდ ბოდიშს ვიხდი ყველა ქართველ მწარმოებელთან, მაგრამ ემ-დე-ეფის ავეჯი, რასაც საქართველოში აწარმოებენ, არის კარცეროგენი. ადამიანმა, რომელიც ფულს შოულობ, უნდა იყიდო ნამდვილად ხარისხიანი ავეჯი, რაც ნიშნავს ჯანმრთელობას - წარმოიდგინეთ წევხართ ბზის ტყეში.


ჩემს სახლში თითქმის ყველაფერი ანტიკვარულია. მყავდა არაჩვეულებრივი მეგობარი გივი ნასყაშვილი, რომელიც იყო მაღალი დონის ანტიკვარი. მისი დახმარებით ვაგროვებდი წლების განმავლობაში ანტიკვარულ ნივთებს, ჭურჭელს, სურათებს. ვახო 1989 წლიდან იყო ბიზნესში, მისი მამაც, ბატონი შალვა ერთ-ერთი მდიდარი კაცი გახლდათ საქართველოში.როგორც კი გავთხოვდი, დავიწყე ანტიკვარული ნივთების შეგროვება. გივი ნასყაშვილი ძირითადად ხელოვნების ნიმუშების შეგროვებაში მეხმარებოდა. სურათები,რომლებსაც ჩემს სახლში ნახავთ, ეკუთვნით ძალიან ცნობილ ქართველ მხატვრებს.

მისაღები ოთახი არის უცნაური ფორმის და განათების, ვინაიდან ჩემი ინტერესი მთლიანად ხედებისკენ იყო მიმართული. განსაკუთრებით ლამაზი და სასიამოვნოა სამების ხედი. არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს,რომლებსაც უყვართ ინტიმური განათება ლამპებით.
მისაღებ ოთახში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ორქიდეას. შარშან გარდამეცვალა დედა და მაშინ ვიყიდე ეს ყვავილი, დედას და მამას სახელზე მაქვს ნაყიდი.თავდაპირველად ასეთი ლამაზი არ იყო.


ძალიან ინტიმური დამოკიდებულება მაქვს ლოცვასთან. ვარ ძალიან მორწმუნე და მლოცველი. სულ მეგონა, რომ ეს ყვავილები არ გაიხარებდა. ყვავილებთან ვკითხულობდი ლოცვებს და მივიღე ისეთი შედეგი, რაც ცხოვრებაში არ მიმიღია. ყვავილები გახდა დაახლოებით 5-ჯერ დიდი და ბევრად ლამაზი, ვიდრე შარშან იყვნენ.

ჩემი სამზარეულო დამზადებულია ძალიან ცნობილი ფრანგი დიზაინერის ფილიპ სტარკის მიერ და გადავიხადე კატასტროფული ფასი. ვერც კი დავასახელებ ამ თანხას. სამზარეულო ჰარმონიულად ერწყმის მისაღებ ოთახს, მე კი არ შევარჩიე სამზარეულო, სამზარეულომ შემარჩია მე (იღიმის).

ხედები აივნიდან


ჩემი საძინებლები ჩათვალეთ, რომ მხოლოდ საძინებლები არ არის. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან გადატვირთულ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, გვაქვს აუარება საქმე. ვახოს აქვე აქვს სამუშაო მაგიდა და ძალიან დიდ დროს ატარებს ამ ოთახში. ეს არის ნიკულინის ნაქონი საძინებელი, რომელიც გადაყიდულია და საქართველოში მოსკოვიდანაა ჩამოტანილი. წარმოუდგენლად კომფორტულია და დაცულობის შეგრძნებას გიჩენს.

ულამაზესი მინიატურები ამშვენებს ჩემს საძინებელს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაქვს ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სკულპტურა. კუზნეცოვის მიერ დამზადებული შალიაპინის ფიგურა, რომელიც ბორის გოდუნოვის როლს ასრულებდა დიდი თეატრში. ასევე ეკატერინე მეორის ფიგურა - ესეც კუზნეცოვის მიერაა დამზადებული. ყველა ნივთს, რომელიც ჩემს სახლშია გამოფენილი, უდიდესი ისტორია აქვს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესიაურთულესი ხელწერით შესრულებული ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შევიძინე 1989 წელს და საკმაოდ სერიოზული თანხა გადავიხადე. მსგავსი ღვთისმშობელი არსად მინახავს, შესრულებულია ნიკო ცეცხლაძის მიერ. ირაკლი ფარჯიანის მერე ვერავინ ბედავდა შეხებოდა რელიგიურ თემას მხატვრობაში. ნიკო შეეხო და ძალიან კარგად გადაწყვიტა. ოთახში ასევე განლაგებულია ფრანგული ანტიკვარული ავეჯი, უდიდესი ქართველი მხატვრის მამუკა ცერცვაძის მიერ მოხატული ულამაზესისკივრი და სხვა.


ჩემ გარშემო თუ ვინმე ყიდულობს ბინას, ყველას ვურჩევ, როცა ნივთში იხდით ფულს, ნივთმა უნდა გაუძლოს დიდ დროს, ფული გადაყრილი არასდროს უნდა იყოს. უნდა შეიძინოთ ძვირფასი ნივთები, ძვირფასი ნივთის ფასი არასოდეს ეცემა, პირიქით, ყოველთვის იმატებს. თქვენი სავარძელი, საწოლი უნდა იყოს კომფორტული, ხარისხიანი და კიდევ ვიმეორებ - ძვირფასი. სახლის და ძვირფასი ნივთების დანარჩენი ფოტოები შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოგალერეაში

მერი ბლიაძე

კომენტარები

თეა 2017-04-25 03:05
სამზარეულოს 9ჯერ შევხედე და... ასეთი ,,შტერული" დიზაინი... მოკლედ საშინლად არ მომეწონა.
მე 2017-04-07 14:42
ამ ცივ უსიცოცხლო სახლში რა მაცხოვრებს? თუ დამაბავდა ვინმე თორემ
nana 2017-04-07 12:49
rsheulishvilebis muzeums ufro davarqmevdi.
dato 2017-04-07 10:47
გონებასუსტების ოჯახი
დაზარალებული 2017-04-05 01:17
არ ვიცი რატომღაც მაინც მეცოდებიან,მომენატრა კიდეც ეს ოჯახი,იმდენი წელია გვტანჯეს დაზარალებულები მგონი შევეჩვიე,აი მესამედ ისევ ცენტრპოინტი თუ დაბრუნდა ეგ იქნება სენსაცია!
hm 2017-04-03 23:14
amas qvia qajebis ojaxi. ugemovnobis zenitia. erti cutit ar mecodebian. tagliti gaizvera ojaxi. gemovnebas pulit ver iqidio amatzea
maka 2017-04-03 20:21
მე მგონი ეს ხალხიც არაა სრულ ჭკუაზე შე დალოცვილო ფული გიშოვია და ჰაერში იხდდი? წადი იყიდე აშენებული რატო აგოიმებინებ თავს ვიღაც თაღლითს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები