შვიდი საძინებელი და ტერასა ხედით ოკეანეზე - შერონ სტოუნის ვილა აუქციონზე 39 მლნ დოლარად იყიდება

შვიდი საძინებელი და ტერასა ხედით ხიდზე - როგორ სახლში ცხოვორობდა ცნობილი ვარსკვლავი ელიტურ რაიონში.
შერონ სტოუნმა ეს სახლი სან ფრანცისკოში, სი კლიფის რაიონში 1998 წელს შეიძინა. მაშინ ეს საოცარი ქალბატონი ჟურნალისტის, ფილ ბრონშტეინის მეუღლე გახლდათ. მათი სკანდალური განშორების შემდეგ, 2005 წელს ვილა 13 მლნ დოლარად გაიყიდა.


ახლა სახლი აუქციონზე კიდევ ერთხელ გატანილი. ის ელიტური რაიონის საუკეთესო სახლად არის მიჩნეული, რომელიც საოცარი ხედებით გამოირჩევა, განსაკუთრებით - ოკეანეზე. მომავალ მფლობელს ამ საოცარ სახლში 39 მლნ დოლარის გადახდა მოუწევს.

სახლი მართლაც უნიკალურია. ეს
ამ რაიონში პირველი სახლია, რომელიც ჯერ კიდევ 1908 წელს აშენდა, სან ფრანცისკოში ყველაზე საშინელი მიწისძვრის შემდეგ.

შენობას დღმდე აქვს შენარჩუნებული ისტორიული იერსახე, თუმცა იქ ყველაფერია, რაც თანამედროვე სამყაროში საცხოვრებლად არის საჭირო.
ინტერიერი იტალიურ-ვიქტორიანულ სტილშია. პირველ სართულზე გამოირჩევა შეკვეთით დამზადებული მასიური ბუხარი. კედლების კრემისფერი კონტრასტულად ერწყმის იატაკს და მუქი ხის ავეჯს. პანორამული ფანჯრებიდან კი საოცარი ხედი იშლება წყნარ ოკეანეზე.

სახლში ხის მკაცრი, უნიკალური ნივთებია განთავსებული. აქ არის შვიდი საძინებელი და რვა აბაზანა.
გარშემორტყმულია პალმებითა და სხვა ტროპიკული მცენარეებით.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები