მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა ვიდეო გამოაქვეყნა, თუ როგორ გარდაიქმნა მისი და მისი მეუღლის - მარიტა მელიქიშვილის სახლის ერთ-ერთი ოთახი. როგორც გიორგის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ვგებულობთ, ოთახის ინტერიერი allora.design.studio-მ გაუახლა და ნამდვილად საინტერესო შედეგიც მიიღეს.
"წარმოგიდგენთ თბილისური ტიპის საცხოვრებლის რენოვაციას, ახალგაზრდა წყვილისთვის... მთავარი გამოწვევა იყო არსებული სივრცის პირვანდელი, საინტერესო დეტალების შენარჩუნება.ამასთან ერთად, სახეცვლილი, მყუდრო და ფუნქციონალური გარემოს მიღება.
პროექტი შესრულდა არტ-დეკოსა და თანამედროვე სტილის სინთეზით.
აქ ვხვდებით სწორ ხაზებს, ნათელ პასტელურ ფერებს, რომელშიც მონოქრომული პალიტრა ხაზგასმულია სხვადასხვა მკვეთრი დეტალით.
საერთო ფართობი - 20.9 კვ.მ", - ვკითხულობთ პოსტში.