დღეს დავათვალიეროთ თანამედროვე სამყაროს საკმაოდ გავლენიანი ოჯახის ე.წ. სამფლობელო.
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კარდაშიანების ოჯახს უგემოვნოდ მიიჩნევდნენ. დღესდღეობით კიმ კარდაშიანი სტილის დედოფლად მიიჩნევა, რომელსაც უამრავი გოგონა ძაბავს.
არანაკლებ განხილვის თემაა სახლები, რომლებშიც კარდაშიანების ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ამ სახლების გაფორმებაზე ზრუნავდნენ ცნობილი დიზაინერები. მოდით, დავათვალიეროთ.
კრის ჯენერის სახლი
ეს კარდაშიანების ახალი სახლია კალოფორნიაში, სადაც ძირითადად გოგონების დედა კრის ჯენერი ცხოვრობს. მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ ოჯახის წევრებს ამ სივრცეში თავი მყუდროდ და მშვიდად ეგრძნოთ.
სახლში ძალიან უყვართ ალკოჰოლი და ამიტომ მის
შესანახ ადგილს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მხრივ გამორჩეულია 1955 წლის ვინტაჟური ალკოჰოლის შესანახი კარადა, აქ ინახება ასევე კოქტეილის მოსამზადებელი ატრიბუტები. სახლში ასევე არის ფაიფურის კოლექცია და ერთი ოთახი სპეციალურად ამისთვისaაა განკუთვნილი.
აქვეა ხელოვნების ძალიან ბევრი ნიმუში.
კორტნი კარდაშიანის სახლი
დებს შორის უფროსის - კორტნი კარდაშიანების სახლი ეკლექტურ სტილშია. ჭარბობს ქვა და ცივი ფაქტურები. სამზარეულო ოჯახის თავშეყრის ადგილია, რომელიც დიდი, პანორამული ფანჯრებით გამოირჩევა და ხის მასალითაა მოპირკეთებული. კორტნი ისე კომფორტულად გრძნობს თავს, რომ სახლიდან მუშაობას ამჯობინებს. სახლში სამუშაო კაბინეტიც არის.
კიმ კარდაშიანის სახლი
კიმ კარდაშიანის სახლი კი თავისი ფილოსოფიური კუთხით არის ცნობილი. ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია. აქ არაფერია ზედმეტი, სკულპტურული ავეჯი თეთრი კედლების ფონზე არტ ობიექტივით გამოიყურება.
გამონაკლისს ბავშვების ოთახი წარმოადგენს. ის ისე მოწყობილი, რომ გარდა ძილისა, ბავშვებს ოთახში თამაშიც შეეძლოთ, თუმცა სახლში არის სპეციალური ქაოსის კუნძული, რომელიც ასევე ბავშვების თამაშისთვის არის განკუთვნილი.
სახლთან ახლოს არის აუზი და საოცარი გაზონი, ხეხილის ბაღი და ბოსტანი, საიდანაც კარდაშიანები ქორფა და ახალ-ახალ ბოსტნეულს მიირთმევენ.
ქლოი კარდაშიანის სახლი
ქლოი კარდაშიანის სახლი დედამისის, კრის ჯენერის სახლის მახლობლად მდებარობს. თანამედროვე-ლაკონურ სტილშია გადაწყვეტილი. აქ არის დიდი სასადილო და სასტუმრო ზონა, დიდი გარდერბის ოთახი და უზარმაზარი საძინებელი. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა პროდუქტების შესანახ სისტემებსა და ფუნქციონალობას.
1
კენდალ ჯენერის სახლი
კენდალ ჯენერის სახლი კი მზიან ლოს ანჯელესში მდებარეობს. დისახლისი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში იმდენი ქაოსია, უნდოდა სიმშვიდის კუნძულის შექმნა. ეს იგრძნობა. სახლი რეალურად მყუდრო გამოვიდა. ყველა ოთახი გადის ბაღში. სახლში არის ღია ფერები და ბევრი მწვანე მცენარე, ასევე უამრავი ხელოვნების ნიმუში. ქალბატონს აქვს ასევე დიდი გარდერობის ოთახი და მოსაზომი სივრცე, რომელიც სამუშაოდ სჭირდება.
გამორჩეულია სველი წერტილი, სადაც მოოქროვილი აბაზანაა მოთავსებული. ეს აბაზანა დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში. ეტყობა, რომ ქალბატონის სიამაყეა.
კაილი ჯენერის სახლი
სახლში არის 7 საძინებელი და 10 აბაზანა, საბილიარდე ოთახი და კინოდარბაზი. სახლს აქვს დიდი ტერასა და აუზი. ბრუტალურ არქიტექტურას აბალანსებს მყუდრო ინტერიერი, მრგვალი ფორმების რბილი ავეჯი, ფუმფულა ხალიჩები, ბევრი ხე და ხელოვნების ნიმუში. პანორამული ფანჯრებიდან კი შესანიშნავი ხედი იშლება.