72 წლის მსახიობი და მეცენატი რიჩარდ გირი სულ ცოტა ხნის წინ ახალი სახლის მფლობელი გახდა კენტუკიში. ვარსკვლავი დიდი ხანი ასაიდუმლოებდა სახლის შეძენის პროცესს, თუმცა საბოლოოდ, ერთ-ერთი ფონდის დახმარებით, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მის სახელთან, საქმე ბლომდე მიიყვანა.
ადრე ეს სახლი მუსიკოსების, პოლ საიმონის და ედი ბრიკელის საკუთრება იყო. წყვილმა მისი გაყიდვით, 2022 წელს 5,7 მლნ, დოლარი დაკარგა. რეზიდენცია კარგ მდგომარეობაში კი იყო, თუმცა ხელის შევლებას მაინც საჭიროებდა. სახლი 1938 წლის დაპროექტებული იყო. თავად სახლი 800 კვ.მ. ფართობისაა.
საცხოვრებელ და გასართობ სივრცეში
ყველა საძინებელს თავისი აბაზანა აქვს, მთავარ ლუქსში კი არის ორი აბაზანა, ბუხარი 6 დიდი კარადა და უზარმაზარი ტერასა შესანიშნავი ხედით.
ბაღის ზონაში კი თავს იწონებს ულამაზესი აუზი. ეზოს მიმდებარედ, ტყეში, ასევე არის კოტეჯი საკუთარი ავტოფარეხით საძინებლებითა და აბაზანით. კოტეჯის გამოიყენება სტუმრებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის.
რიჩარდ გირმა შარშანაც შეიძინა სახლი 10 მლნ. დოლარად ტონი -ნორტ- სალემში, ხოლო სახლი პაინდ რიჯეში სულ ცოტა ხნის წინ გაყიდა 28 მლნ. დოლარად.