ჯონი დეპისთვის ვალის გადასახდელად ემბერ ჰერდს საყვარელი სახლის გაყიდვა მოუწია - დაათვალიერეთ

მოგეხსენებათ, ემბერ ჰერდმა წააგო სასამართლო პროცესი ჯონი დეპის წინააღმდეგ და შედეგად მისთვის სოლიდური თანხის გადახდა უწევს.


პრესას თუ ვენდობით, გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ 2016 წელს, დაშორების შედეგად, ჰერდს მეუღლისგან, ჯონი დეპისგან, 33 მლნ აშშ დოლარის ნახევარი შეეძლო მოეთხოვა, რომელიც მსახიობმა "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეოთხე ნაწილში თამაშით გამოიმუშავა, რადგან ფილმი გაქირავებაში მაშინ გავიდა, როდესაც წყვილი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო.

თუმცა მაშინ ქალბატონმა სიამაყის გამო ეს არ გააკეთა. ახლა კი მას არ აქვს საშუალება ყოფილ ქმარს 8,3 მლნ აშშ დოლარი გადაუხადოს. მან საყვარელი
სახლიც კი გაყიდა, კალიფორნიის უდაბნოში, 1 მლნ. დოლარად. უჩვეულო არქიტექტურის მქონე სახლი 230 კვ.მ.-ია. აქ არის სამი საძინებელი, შეკიდული ხიდი და დიდი ოთახი ხედით პარკზე.




59 წლის ჯონი დეპის ცხოვრებამ კი სი სასამართლოს მოგების შემდეგ სულ სხვა ელფერი მიიღო. გულშემატკივრები ჯერ იმით გაახარა, რომ სტუდიაში ალბომის ჩაწერას აპირებს, ახალი კი განაცხადა, რომ გამომსახველობით ხელოვნებაში დაიწყო კარიერის კეთება. სულ ცოტა ხნის წინ მისი ნამუშევრები ლონდონის ხელოვნების მუზეუმშიც კი გამოჩნდა. ოთხი ნახატი პირველივე დღეს გაიყიდა.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები