შპალერის ნაცვლად ბათქაში, იატაკის ნაცვლად - ხის ფიცრები - როგორ სახლში ცხოვრობდა სიკვდილამდე სუპერმოდელი ტატიანა პატიცი


2023 წლის 11 იანვარს, 56 წლის ასაკში, სუპერმოდელი ტატიანა პატიცი გარდაიცვალა. ალბათ მის გულშემატკივრებს დააინტერესებთ, როგორ სახლში ცხოვრობდა ქალბატონი შვილთან, იონთან ერთად.

ტატიანა პატიცი 1966 წლის 15 მარტს დაიბადა ჰამბურგში გერმანელი მწერლისა და ესტონელი მოცეკვავის ოჯახში. მოგვიანებით ოჯახი შვედეთში გადაბარგდა. ტატიანა 17 წლის იყო, როდესაც სტოკჰოლმის ერთ-ერთ უნივერმაღში აგენტმა შენიშნა. პატიცს კონტრაქტი შესათავაზეს და ასე აღმოჩნდა გოგონა საფრანგეთში.

პარიზში, ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს, ცნობილი ფეშენ ფოტორეპორტიორი, პიტერ ლინდბერგი გაიცნო და მრავალი წლის განმავლობაში მის მუზად ითვლებოდა. შემდეგ მის ცხოვრებაში იყო მსახიობი
პირს ბროსნანი. სიცოცხლის ბოლო წლებში სუპერმოდელი შვილთან ერთად მალიბუში ცხოვრობდა და აქტიურად იყო დაკავებული გარემოს დაცვით.

პატიცთან მიმართებაში სიტყვა სუპერმოდელი აქტუალური 90-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც ფრანგული ვოგის გარეკანზე 5 გრაცია გამოჩნდა: ნაომი, სინდი, ლინდა, კროსტი და პატიცი. ეს კატისთვალება, გაუღიმარი გოგონა თავიდანვე გამოირჩეოდა სხვა მოდელებისგან.

თუმცა მას ბოჰემური ცხოვრება სულაც არ იზიდავდა, იგნორირებას უკეთებდა მაღალი წრის შეკრებებს, ბევრს კითხულობდა და ყოველთვის ზრუნავდა გარემოს დაცვაზე. მიუხედავად ამისა, მისმა სახემ 200-მდე ჟურნალის გარეკანის დამშვენება მოახერხა. მონაწილეობას იღებდა კელვინ კლეინის, შანელის, ქლოეს ჩვენებებში. დებიუტი ჰქონდა ფილმში "ამომავალი მზე", სადაც მისი პარტნიორი შონ კონერი გახლდათ. გადაიღეს ჯორჯ მაიკლის ცნობილ კლიპშიც.
ერთ მშვენიერ დღეს კი, მოულოდნელად, გაწყვიტა ყველა კავშირი და გადავიდა მალიბუში.

"დიდხანს ვეძებდი ადგილს, სადაც გარე სამყაროსგან მოწყვეტას და საკუთარ თავთან განმარტოებას მოვახერხებდი, - იხსენებდა მოდელი, - და როგორც იქნა, მივაგენი იდეალურ ადგილს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ერთადერთი რამ გავიგე ცხოვრებაში, რომ ადამიანს შეუძლია მცირედითაც დაკმაყოფილდეს და იყოს ბედნიერი".

დაბრუნება ედემში



ძველი რანჩო ესპანურ სტილში ხედით ოკეანეზე კალიფორნიის სანაპიროზე. მზით განათებული 4 საძინებლიანი სახლი, ბიბლიოთეკა და მაღალჭერიანი მისაღები.

"სწორედ ასეთი წარმომედგინა ნამდვილი ბაღი, - გამოტყდა მოდელი - ვეებერთელა, მოუვლელი, დიდი ხეებითა და მცენარეებით, ვარდებითა და კაქტუსებით."

კედლებზე, შპალერის ნაცვლად, ბათქაში, იატაკის ნაცვლად ხის ფიცრები. არ გეგონოთ, რომ დიასახლისს ფული არ ჰქონდა, უბრალოდ, პრინციპის საქმე იყო.

სახლის მთავარი მშვენება და ხიბლი კი ძველებური, სად არნაყიდი ავეჯი გახლდათ.
ალბათ არც კი ღირს იმაზე საუბარი, რომ დეკორატორის მომსახურებისთვის სუპერმოდელს არც კი მიუმართავს. ამიტომ, ძვირფას ნივთებზე საუბარი არც კი არის.

და კიდევ, მთავარი, მან საძინებლის ჭერში გააკეთა ფანჯარა, რომლითაც ყოველ დილით ხვდებოდა მზეს და ემშვიდობებოდა ღამეს.

50 წლის ასაკშიც კი თითქმის ისევე გამოიყურებოდა, როგორც შორეულ 90-იანებში. მისი ყოველი დილა ოკეანის სანაპიროზე ცხენით გასეირნებით იწყებოდა. მისის ცხენებისადმი სიყვარული ყველამ კარგად იცოდა, გადაშენების პირას მისულ ამერიკულ მუსტანგებზე დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო. ასევე ხელმძღვანელობდა დელფინების საქველმოქმედო ორგანიზაციას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები