მერილინ მონროს სახლი, კალიფორნიაში, აუქციონზე იყიდება.
ჰოლივუდის ამ სახლში, რომელიც ნორმანდიულ სასახლეს მოგაგონებთ, არც მეტი, არც ნაკლები, თავად მერილინ მონროც ცხოვრობდა. ახლა კი ეს სახლი, დამშვენებული ლამაზი ბაღით, 899 000 აშშ დოლარად იყიდება.
თაუნჰაუსის ეს საცხოვრებელი კომპლექსი 1937 წელს დააპროექტეს და ამბობენ, რომ ძმები ვორნერების მიერ სპეციალურად აშენდა, რათა აქ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ეცხოვრათ. ლეგენდის თანახმად, მცხოვრებთა სიაში ასევე შედიოდნენ გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი და მერილინ მონრო, რომელიც, ითვლება, რომ სწორედ ამ კომპლექსში ცხოვრობდა პერიოდულად.
ეს სახლი გამოირჩეოდა თავისი ფასადით და ნორმანდიული
სასახლის სტილის ელემენტებით.
უზარმაზარი ფანჯრებიდან შენობაში უხვად იღვრება მზის სინათლე. იატაკი მუხის გახლავთ, სამზარეულო - სულ თეთრი, უჟანგავი ფოლადის ქურით, ღვინის მაცივრითა და ჭურჭლის სარეცხი მანქანით აღჭურვილი.
სახლი ჰოლივუდში, კუთხის მონაკვეთში მდებარეობს და ლოს ანჯელესის ღირსშესანიშნაობებს სულ რამდენიმე წუთის სავალი გზა აშორებს.
მაღალი ფანჯრები ღია ვარდისფერი ფარდებით არის დამშვენებული, თეთრი კედლები და მუხის იატაკი კი სახლს სიმშვიდეს და სიმყუდროვეს ანიჭებს. აქცენტებად გამოყენებულია ვარდისფერი ელემენტები: წვრილი ავეჯი, დეკორატიული ბალიშები, ხალიჩები და ა.შ.
სამზარეულოსთან ახლო სამრეცხაო ოთახი მდებარეობს ჩაშენებული სარეცხის მანქანითა და საშრობით. ამ სამრეცხაოთი შესაძლებელია უკანა ეზოში გასვლა.
რაც შეეხება აბაზანას, აქ შენარჩუნებულია 1930 წლების ორიგინალური კერამიკული ფილები, თავად აბაზანა და ხელსაბანი და უნიტაზიც კი.