ყველა ადამიანს საგულდაგულოდ ახსოვს ის ადგილი, სადაც გაიზარდა. საინტერესოა, როგორ სახლებში გაიზარდნენ შოუბიზნესის ვარსკვლავები?
ბრიტნი სპირსი
ბრიტნი სპირსის ბავშვობამ კენტვუდში, ლუიზიანას შტატში გაიარა. პოპ ვარსკვლავი ამ ადგილს ძალიან თბილად იხსენებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იქ ჭორაობა ძალიან უყვარდათ და ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცოდა.
მადონა
მადონა ორსართულიან აგურის სახლში გაიზარდა ოკლაჰომა-სტრიტზე, როჩესტრში, მიჩიგანის შტატში. ამ სახლში ცხოვრობდა და-ძმასთან ერთად 19 წლამდე, სანამ საცეკვაო სკოლაში არ გადავიდა.
ტომ კრუზი
ტომ კრუზს ძალიან მხიარული ბავშვობა ჰქონია, არც მეტი, არც ნაკლები - 14 სკოლა
ლეონარდი დიკაპრიო
- მე დედასთან ერთად ჰოლივუდში ვცხოვრობდი, ნარკომოვაჭრეებთან, სუტენიორებთან და ვესტერნთან ერთად, - ასე იხსენებს მსახიობი ჰოლივუდის ბარაკებში გატარებულ ბავშვობას.
ეშტონ კატჩერი
ეშტონ კეტჩერი ფერმაში იზრდებოდა, აიოვაში და დარწმუნებული იყო, რომ ჰოლივუდი ის ადგილი იყო, სადაც ქუჩებში ბიკინებიანი გოგონები გორგოლაჭებით დაქროდნენ.
არნოლდ შვარცენეგერი
კალიფორნიის რკინის გუბერატორის ბავშვობამ კი ავსტრიაში, სოფელ ტალში ჩაიარა. ამჟამად სახლი, რომელშიც არნოლდი ცხოვრობდა, მსოფლიოში ერთადერთი მუზეუმია, რომელიც პატრონის სახელს ატარებს და ეს პატრონი უზრუნველყოფს მის კეთილდღეობას.
მელანია ტრამპი
საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც მელანიამ ბავშვობა გაატარა, სლოვენიაში მდებარეობს. ქალბატონი დაიბადა და გაიზარდა ქ. სევნიცაში მანქანებით მოვაჭრის ოჯახში. მისი დედა ტექსტილის ფაბრიკის თანამშრომელი იყო. მშობლიურ ქალაქში ძალიან ამაყობენ ემლანია ტრამპით. აქ მისი ფიგურაც კი გამოძერწეს.