გიგანტური თვალის მსგავს ექსტრავაგანტურ რეზიდენციაში, რომელიც ჰოლივუდის მთაზე მდებარეობს, 16 მლნ დოლარს ითხოვენ.
სახლი 1962 წელ აშენდა ამერიკელი კომპოზიტორისთვის, რასელ გარსიასთვის. არქიტექტურის ეს შედევრი ლოს ანჯელესში გასული საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად აღიარეს. 18 მ სიმაღლეზე, ჰოლივუდის მთაზე დაკიდებული გარსიას სახლი ცისარტყელას სახლის სახელწოდებით უფრო არის ცნობილი.
ამ სახლს ძალიან ბევრ ცნობილი ვარსკვლავი სწვევია და ფილმიც გადაუღიათ, მის არქიტექტურულ მონაცემებზე კი უკვე ვისაუბრეთ და აქედან გამომდინარე, ფასი, 16 მლნ დოლარი, გასაკვირი აღარც არის.
სახლი მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი არქიტექტორის, ჯონ ლოტნერის
მიერ არის აშენებული.
სახლიდან საოცარი ხედი იშლება ლოს ანჯელესის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე და წყნარ ოკეანეზე.
შესაძლოა მასშტაბები და კონსტრუქცია დღესდღეობით აღარავის აოცებს, მაგრამ 1962 წელს, გვერწმუნეთ, მსგავსი სახლის ნახვა ნამდვილად სენსაცია იყო.
მიუხედავად არასტანდარტული ფორმების და უცნაური სახურავისა, სახლი მაინც კლასიკური სტილის არის.
აღსანიშნავია, რომ ამ ელიტირ სახლს საკმაოდ მოკრძალებული ზომები აქვს - სულ 240 კვ.მ. მრავალი ტრანსფორმაციის შემდეგ საბოლოოდ სახლში არის ერთი დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო, სასადილო, სამი საძინებელი, ბიბლიოთეკა და ღია ტერასები. მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმწვანეში იმალება საოცარი აუზი, რომელიც სახლის ლეგენდარული სახურავის ფორმას იმეორებს.