ზოგს სრული ქაოსი და უწესრიგობა აქვს, ზოგს კი - აბსოლუტური წესრიგი - როგორი გარდერობები აქვთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს

ცნობილ ლამაზმანებს ძალიან უყვართ საკუთარი გარდერობებით თავის მოწონება. რატომაც არა, ზოგიერთი მათგანის გარდერობს სახლის ნახევარიც კი უკავია. ასობით ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ჩანთის მოთავსება საკმაოდ მოზრდილ სივრცეშიც კი ძნელია. შესაძლოა ამიტომაც არის, ზოგიერთს სახლში ნამდვილი ქაოსი აქვს, ე.წ. ვარსკვლავური ქაოსი.

ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი გარდერობი კიმ კარდაშიანს აქვს. ვარსკვლავი აქ ხშირად პოზირებს. რეალურად მას საკუთარი ნივთებისთვის მთელი ოთხი ოთახი აქვს დათმობილი. გარდერობის საერთო ფართობი კი... 500 კვ.მ.-ია.
კარდაშიანს აქვს ცალკე კუთხე ფეხსაცმელებისთვის, დიზაინერული ჩანთებისთვის და უზარმაზარი კარადა კაბებისთვის. სხვათა შორის, იგი
ამ ყველაფრის გადაყრას აპირებდა, თუმცა შემდეგ დაფიქრდა და გადაწყვიტა, მისთვის მობეზრებული ნივთები პატარა ნორტისთვის შეენახა.



არანაკლებ საინტერესო ოთახები აქვთ ამ მხრივ მის დებსაც, მაგალითად ქლოიმ პარიკებს მთლიანი კარადაც კი დაუთმო, ერთი ოთახი კი მხოლოდ სპორტულ ტანსაცმელს ეთმობა.



ჯეილოს გარდერობის დათვალიერებისას კი თავი მუზეუმში გეგონებათ. სხვათა შორის, მომღერლის თაროებზე ბევრი ძალიან ჩვეულებრივი ნივთის ნახვაა შესაძლებელი, მაგალითად ჯინსების, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს, თუმცა რაოდენობა შთამბეჭდავია - ჯეილოს მთელი საწყობი აქვს.

განსაკუთრებული ადგილი უკავია ლოპესის გარდერობში გრემი-2000-ის კაბას, რომელიც არა საკიდზე კიდია, როგორც სხვა დანარჩენი ნივთები, არამედ მანეკენზე.


მერაია ქერის გარდერობი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბოჰემურია, ჯესიკა სიმპსონის გარდერობი კი უგემოვნო ფეხსაცმელებით არის გადავსებული. აი, პეროს ჰოლტონის გარდერობში ერთ დიდ, გამორჩეულ გარდერობის ელემენტს შეხვდებით, უზარმაზარ ბროლის ჭაღს. სუპერმოდელი ბეჰატი პრინსლუს გარდერობი კი უფრო ჩაშენებულ კარადას წააგავს. პოდიუმის ვარსკვლავის, ჰაიდი კლუმის უზარმაზარი გარდერობი კუ სი ფერად-ფერადი კაბებით არის გადავსებული. ჯენიფერ ენისტონი და ჯენა დევაბი კი ძალიან აკურატულები ყოფილან, ან უბრალოდ ძალიან კარგად უხდიან დამხმარე ქალბატონებს.

















კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები