კონსტანტინე მელაძე და ვერა ბრეჟნევა ძვირად ღირებულ აპარტამენტებს ყიდიან პრესტიჟულ დასახლებაში - დაათვალიერეთ

როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ძმებმა მელაძეებმა ღიად დაუჭირეს მხარი უკრაინას და რუსულ შოუბიზნესში დაიბლოკნენ კიდეც. კონსტანტინე ვერასთან ერთად იტალიაში წავიდა, მალე იქვე გადაიყვანა პირველი ცოლი შვილებით. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ყიდის სახლს რუსეთში, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას მდებარე კოტეჯურ დასახლებაში "მილენიუმ პარკში", სადაც რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები და მდიდრები ბინადრობენ. დოლარებში სახლის ფასი 3 მილიონზე მეტი გამოდის. 

დასახლებას მილენიუმ პარკი ტყუილად არ ჰქვია - აქ ნამდვილად დიდი ლამაზი პარკია, თანაც რამდენიმე და დიდ სივრცეში პარკის გარშემო არის გაბნეული
ძვირად ღირებული კოტეჯები. 


სწორედ ამ სივრცეში დგას სახლი, სადაც ვერა და კონსტანტინი რუსეთში ყოფნის დროს ცხოვრობდნენ ხოლმე. 

ორსართულიან სახლს დიდი მანსარდა აქვს. პირველ სართულზე მისაღებია პანორამული ფანჯრებით, იქვეა სასადილო ოთახი, სამზარეულო, ბუხარი და როიალი. ასევე - ორი სააბაზანო. მეორე სართულზე საძინებლებია სააბაზანოებით და გარდერობის ოთახებით. აქვეა კინოდარბაზი. 

ინტერიერი კლასიკურ სტილშია გაფორმებული. იატაკზე ხის პარკეტია და ზოგადად ყველგნ ბუნებრივი მასალებია გამოყენებული. 











კომენტარები

Sss 2023-03-06 00:05
Ra vici dangreuli, chamorchenili rusetio...
ნინო 2023-03-05 13:59
თბილისში ამ სახლს მინი.უმ ერთ ნოლს დაამატებდნენ... თან ხრიოკ ადგილას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები