ეს სახლი ჯესიკა ალბამ თავისი პირველი ჰონორარით შეიძინა და გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდა. სახლი ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ამჟამად ჯესიკას შენაძენი სასტუმროს ფუნქციას ატარებს და მსახიობის მამის უძრავი ქონების სააგენტო მას წარმატებით აქირავებს მსურველებზე. სახლის ინტერიერის განახლებაში ჯესიკას მამის პარტნიორები, პროფესიონალი დიზაინერები დაეხმარნენ.
სახლის დეკორირების დროს ის არ ფიქრობდა საკუთარ თავსა და ოჯახზე, ჯესიკამ აქცენტი ზოგადად მოგზაურ ადამიანზე და მის გემოვნებაზე გააკეთა, ეს გახლავთ რაღაც საშუალო სასტუმროსა და სახლს შორის. ინტერიერში არის განსაკუთრებული თავისებურებები, მაგალითად ხვეული კიბე და ბიბლიოთეკის ანტრესოლი, რაც საკმაოდ რარიტეტულ
ინტერიერზე მუშაობის დროს შემქმნელები ნიუ-იორკის სასტუმროების სტილით ხელმძღვანელობდნენ, ამასთანავე ჯესიკას ძალიან უნდოდა ზღვის ატმოსფეროს შექმნა, რაშიც, რა თქმა უნდა, ლურჯი და თეთრი ფერი ძალიან დაეხმარა.
ამ სახლის მთავარი უპირატესობა და ხიბლი გახლავთ მაღალი ჭერი და შესანიშნავი ხედი მთის მწვერვალიდან. ლამაზ ფართო ფანჯრებზე სპეციალურად არის შერჩეული ისეთი ფარდები, რომ ოთახში მყოფმა ადამიანმა თავისუფლად მოახერხოს გარშემო ხედით ტკბობა.
სახლი გაფორმებულია ვინტაჟური, დახვეწილი ავეჯითა და დეკორით, გასული საუკუნის ქრომირებული ნათურებით, თანამედროვე დიზაინის სავარძლებით. სხვადასხვა ეპოქის ასეთი ნაზავი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ნივთები მრავალი წლის განმავლობაში, დროდადრო იყრიდა აქ თავს.
დიზაინერების თქმით, ინტერიერის შექმნის დროს მათ წარმოდგენილი ჰყავდათ არარსებული, გამოგონილი წყვილი, რომელიც თავგადასავლებით ცხოვრობს და გიჟდება მოგზაურობაზე.
- გვინდოდა, რომ სახლი მეტ-ნაკლებად მორგებოდა მსოფლიოს ყველა სტილს. ამ ეფექტს მივაღწიეთ, რამაც ჩვენი სახლი მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და ორიგინალური გახადა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯესიკა ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია და ყოველთვის ყველაფერს ხარისხიანს არჩევს, ჩვენც სახლის გასალამაზებლად ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოვიყენეთ, - ამბობს დიზაინერი.
როგორც უკვე გითხარით, სახლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლუსი ის არის, რომ ის მდებარეობს მთის წვერზე, რაც განაპირობებს სუფთა ჰაერსა და უხვ მზის შუქს, რის გამოც ეს ადგილი ასე შეიყვარა ჯესიკა ალბამ.