ჯონ ტრავოლტას სახლი თითქმის არავის უნახავს - ის თავის, განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობს!

ის თავის, განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობს და ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ. ის, რაზეც ბევრი ადამიანი ვერც კი იოცნებებს, ჯონ ტრავოლტას უკვე მობეზრებული აქვს. მას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ის უყვართ, მოსწონთ როგორც მსხიობი, როგორც სიმპათიური მამაკაცი, თუმცა ამჯერად ჩვენ გესაუბრებით არა ჯონ ტრავოლტაზე, როგორც მსახიობზე. ამჯერად ჩვენ მისი საცხოვრებელი ადილის შესახებ გესაუბრებით, მის სახლს დაგათვალიერებინებთ.
ამ სახლის მთავარი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის, არც მეტი, არც ნაკლები... თვითმფრინავებიანი სახლი.


ჯონ ტრავოლტა ცხოვრობს კერძო დასახლება ჟუმბოლაირში, ფლორიდაში და ეზოში ჰყავს ნამდვილი თვითმფინავები.

მოდელებიდან გამოარჩევენ Gulfstream II, DC3 Dacota, Lockheed და უზარმაზარ Boeing 707-138B (1964 წ.). აქ არის საძინებლები, დასასვენებელი ოთახები, სამუშაო კაბინეტი, სამი სასადილო ოთახი და კიდევ ერთი ოთახი ეკიპაჟისთვის.

ჯონი ამაყად აცხადებს, რომ ეს მომავლის კომფორტი და ინტერიერია. თავად ტრავოლტას აქვს მფრინავის ლიცენზია და ძალიან კარგად მართავს საკმაოდ შორ მანძილზე, თუმცა ხანგრძლივი გადაფრენების დროს, როგორც წესი, მას თან ახლავს რამდენიმე მფრინავი, მაგრამ ყველამ იცის, რომ აფრენასა და დაშვებას ყოველთვის თავად მსახიობი ახორციელებს.


ჯონ ტრავოლტას ოცნება იყო, თვითმფრნავებთან რაც შეიძლება ახლო კონტაქტი ჰქონოდა. როგორც ხედავთ, მან ეს ოცნება აიხდინა და მათთან ისე ახლოს არის, რომ სახლშიც კი მიიტანა. მართლაც, რა არის ამაზე მოსახერხებელი, გამოდიხარ სახლიდან და ჯდები პირდაპირ თვითმფრინავში.


როგორც ტრავოლტას მეუღლე ამბობს, ჯონი ძალიან ბევრს დაფრინავს. 
თვითმფინავებმა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში, ჩიკაგოშო გადაფრენის დროს გაიტაცა. ბოინგმა 707 მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში, მსახიობ საკუთარ თავში აწყობდა გეგმებს, როგორი სახლი ექნებოდა მომავალში, სადაც თვითმფრინავების ადგილიც ექნებოდა. სახლის ესკიზი თავად შეიმუშავა და ის უბრალოდ ფურცელზე გადაატანინა.

სახლში არის 6 საძინებელი და 8 ოთახი. ამ სახლში კლასიკური და ამერიკული სტილი გემოვნებით ერწყმის ერთმანეთს. აქვე არის, როგორც გითხარით, აეროპორტი და ტერმინალი.
სახლიდან იშლება შესანიშნავი ხედი, სამზარეულოდან შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ თვითმფრინავის აფრენისა და დაფრენის პროცესს.


როგორც ჯონ ტრავოლტას მეუღლე ამბობს, მათ სახლში აქცენტი პირველ რიგში კომფორტზე არის გაკეთებული. სახლი ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ, ის ხომ ძალიან დიდია და მასში არის ბევრი გასართობი. ამ ოჯახს ძალიან უყვარს თამაში, ამიტომაც აქ არის გოლფის მოედანიც.


ფრენა ძალიან უყვართ ბავშვებსაც. ფრენის შემდეგ ისინი რჩებიან ხოლმე თვითმფრინავში და უყურებენ ფილმებს. რომ ჰკითხოთ, რა პროფესიას აირჩევენ სამომავლოდ, გიპასუხებენ, გვინდა მამასავით მფრინავები გამოვიდეთო.
ჯონ ტრავოლტას აქვს ამერიკული ავიახაზების სერთიფიკატი და სიგელები ავიაციაში მიღწეული წარმატებებისთვის.
ჯონ ტრავოლტა ხმამაღლა აცხადებს, რომ მას აქვს თავისი საოცნებო სახლი, თვითმფრინავი კი მთელი მისი ოჯახის არჩევანია.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2010 წელს ჯონ ტრავოლტა საკუთარი ბოინგით გადაფრინდა ჰაიტიზე იქ მომხდარი მიწისძვრის დროს, რათა დაზარალებულებისთვის დახმარება აღმოეჩინა. მან იქ მედიკამენტები და მედპერსონალისთვის განკუთვნილი სპეც ტანსაცმელი ჩაიტანა.
ყველაზე დიდ ოთახში არის ბევრი სავარძელი და იტალიური სკამები. თბილი ფერები კი დასასვენებლად განგაწყობთ.
კედელზე არის ფრესკა, რომელზეც გამოსახულია თვითმფრინავის დაჯდომის მოლოდინში მყოფი ოჯახი.

კომენტარები

Xatuna 2016-04-22 19:08
Arts aris sachiro shens samkaroshi bevri xalxi trialebdes,Es rcheulta xvedria.

კომენტარის დამატება