როგორ გამოიყურება ახლახან გარდაცვლილი ცნობილი მოდელიერის 2 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი, რომელიც მის შვილს ერგო მემკვიდრეობით

2 მაისს სოციალურ ქსელში ცნობილი მოდელიერის, ვალერი იუდაშკინის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ხელოვანი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა ონკოლოგიით, რომელსაც 2016 წლიდან უშედეგოდ ებრძოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში, გრძნობდა რა დასასრულს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოდის სახლის მართვის სადავეები ქალიშვილს გადასცა, რომელიც ოჯახთან ერთად დუბაიში ცხოვრობს.


გარდა ბიზნესისა, ვარსკვლავს უძრავი ქონებაც ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, მის ქვრივს დარჩება. ძალიან საინტერესოა, როგორ გამოიყურება ცნობილი მოდელიერი ცნობილი, 220 მილიონად შეფასებული სახლი.

ფუფუნება

სახლი მოსკოვთან ახლოს, პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს, სადაც მოდელიერი დაიბადა და გაიზარდა. საკუთარი სახლიც
სწორედ აქ შეიძინა. ეს ადგილი ცნობილია თავისი ლამაზი ბუნებითა და უჩვეულო სიმშვიდით.
ორსართულიანი სახლი - სასახლე, როგორც მას უწოდებენ, 1,5 ჰექტარზე აშენდა.

გერბით, ანტიკური კოლონებითა და ქანდაკებებით დამშვენებული სახლი კლასიკური სტილის გახლავთ. ექსტერიერის ცალი თვალით დანახვაც კი საკმარისი იქნება იმის მისახვედრად, რომ ინტერიერი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება.
სახლის გაფორმებას განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი, თითოეული ოთახი მე-19 საუკუნის სტილშია მოწყობილი. აქ შეგხვდებათ "ალუბლისფერი მისაღები", "ცისფერი კაბინეტი", "თეთრი დარბაზი სტუმრებისთვის".

ინტერიერი ნაწილობრივ მარმარილოთია მოპირკეთებული და დამშვენებული ძვირფასი ფაიფურითა და მარმარილოს ბუხრებით, კედლებს ცნობილი მხატვრების ფერწერული ტილოები ამშვენებს, იატაკზე თავს იწონებს ქანდაკებები, თაროებზე კი - ანტიკვარიატი.



ინგლისური ბაღი


სახლის მიმდებარე გარე ტერიტორიაც ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია. ლამაზი, მწვანე გაზონით დამშვენებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე გამოყოფილია ზონები პიკნიკისა და ბარბექიუსათვის. აქ შეგხვდებათ ასევე საკუთარი ტბა, პარკი, სათბურები, სადაც მოჰყავთ რიგი კულტურებისა.
ლამაზ ბუჩქებზე, ხეებზე, კლუმბებსა და ყვავილებზე საუბარი ზედმეტი. ნახავთ უამრავ ქანდაკებას, რომელიც გარე სივრცეს ნამდვილი ინგლისური ბაღის იერს ანიჭებს.

კომენტარები

სტატუს ქუო 2023-05-18 12:25
უნახავი რუსები.სსრკ_ს დროს ბომჟები იყვნენ და არყის გამო ცოლებსაც გვითმობდნენ.
,,, 2023-05-14 22:14
ზატო ბარბექიუ გევიგე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები