ცნობილი ტელეწამყვანის იდუმალი სასახლე ქანდაკებებითა და ანტიკვარებით


მსოფლიოში ცნობილი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერისი მეუღლესთან, პორტია დე როსისთან ერთად ისტორიულ ვილაში ცხოვრობს. ვილა მონტესიტოში მდებარეობს, რაშიც წყვილმა 26 მილიონი დოლარი გადაიხადა. ეს ვილა სალადინოს სახელითაა ცნობილი. იგი 1920 წელს არქიტექტორ უოლას ფროსტის პროექტის მიხედვით აშენდა. ვილას 900 კვადრატულ მეტრზე მეტიფართობი უკავია.

შიგნით 6 საძინებელი და ამდენივე სააბაზანოა. ინტერიერი შემკულია ულამაზესი სკულპტურებით, შესასვლელი კარი მე-18 საუკუნისაა, სახურავი კი 14 000 იტალიური მოზაიკის ნაჭრისგან არის შექმნილი, რომელიც ასევე მე-18 საუკუნეშია დამზადებული. ვილას გარს არტყავს საოცარი სილამაზის ბაღი გაზონებით და აუზი ხედით ოკეანისკენ.

დეჯენერისმა 4 წლის წინ ბევერლი ჰილზზე თავისი სახლი 37 მლნ დოლარად გაყიდა და მალიბუზე ბრედ პიტის სახლი 12 მილიონად იყიდა. მას რანჩოც აქვს კალიფორნიაში, რომელიც თავის შოუში არაერთხელ უხსენებია.

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები