ჯორჯო არმანიმ ნიუ-იორკში, საკუთარი ბუტიკის თავზე ახალი სახლი იყიდა

ცნობილი გახდა, რომ ჯორჯო არმანი ნიუ-იორკში კიდევ ერთი უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა, მან სახლი საკუთარი ბუტიკის თავზე შეიძინა, 12 -სართულიან შენობაში. თავად ბუტიკის გახსნა კი 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. სწორედ ამ შენობის პირველ სართულზეა განთავსებული დიზაინერის ბუტიკი მეხუთე ავენიუზე.

პენტჰაუზი ამ შენობაში 32,5 მლნ დოლარად არის შეფასებული, ბინა მე-5 სართულზე კი 23 მილიონად იყიდება. შენობის ინფრასტრუქტურა მცხოვრებთათვის ითვალისწინებს უფასო ფიტნეს სტუდიას, სპა ცენტრს, ჩაის ოთახს, ბიბლიოთეკას.

ჯერჯერობით უცნობია, არსებული 10 რეზიდენციიდან რომელი შეარჩია დიზაინერმა. მათ შორის იყო პენტჰაუზიც რამდენიმე ტერასით
მე-11-12 სართულებზე. თუ ჯორჯო არმანიმ სწორედ ეს შეარჩია, მაშინ მას სპეციალური ლიფტი მოემსახურება, რომელიც პირდაპირ მაღალჭერიანი, ოთხ- საძინებლიანი და ხუთ აბაზანიანი დუპლექსის ფოიეში მიაბრძანებს.

რეზიდენციის ინტერიერი საუკეთესო მასალებით არის მოპირკეთებული, გამოყენებულია თეთრი მუხა, მარმარილო. პენტჰაუზში ასევე არის ღვინის კარადა, კინოთეატრი, სამრეცხაო, ეფექტური სკულპტურული კიბე და ორი სართულის დამაკავშირებელი ცალკე ლიფტი. რაც შეეხება ბინას მეხუთე სართულზე, ის ზომით პენტჰაუზზე დიდია, მასაც აქვს საკუთარი ტერასა ხედით ცენტრალურ პარკზე, ოთხი საძინებელი და ხუთი სველი წერტილი. ასევე სახლის კინოთეატრი.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები