ელვის პრესლის ცნობილი სასახლე, სადაც ვარსკვლავმა 20 წელი იცხოვრა და რომელსაც ყოველწლიურად 600 ათასი დამთვალიერებელი სტუმრობს - კაშკაშა ოთახები, მდიდრული ხალიჩები, მოოქროვილი ავეჯი...

მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურება გრეისლენდი, რომელშიც ცნობილმა როკ ვარსკვლავმა 20 წელი იცხოვრა...
1957 წელს ახალგაზრდა მომღერალმა გრეისლენდის სასახლე შეიძინა მემფისის გარეუბანში, ტენესის შტატში. დღესდღეობით ეს სასახლე ყველაზე პოპულარული სახლია შეერთებულ შტატებში. მის სანახავად ყოველწლიურად დაახლოებით 600 000 ადამიანი ჩადის. მიუხედავად იმისა, რომ სახლის კარი საზოგადოებისთვის მხოლოდ ოთხი ათეული წელია გაიხსნა, ტურისტების ნაკადი არ ცხრება, ხალხი გიჟდება, ისე აინტერესებს, სად და როგორ ცხოვრობდა როკ-ენ-როლის მეფე. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ბაზ ლურმანის ბიოგრაფიული ფილმი "ელვისი"
(2022) და სულ ახლახან, სოფია კოპოლას "პრისცილა" (2023).




კაშკაშა ფერის ოთახები, მედიტაციის ეზოთერული ზონები, მდიდრული ხალიჩები, მოოქროვილი ავეჯი - ყველა ეს დეტალი სახლის მფლობელის მეამბოხე სულის გამოსახულებაა. ამ სახლის მნიშვნელობა დიზაინის ისტორიაში ძალიან დიდია, იმდენად დიდი, რომ ინგლისის ჰერცოგინია კავენდიშმა ერთხელ აღნიშნა: "დეკორატიული ხელოვნების სტუდენტებმა უნდა განიხილონ გრეისლენდი, როგორც მათი განათლების ნაწილი".

გრეისლენდის სასახლე გამოხატავს არა მარტო იმდროინდელ ეპოქას, არამედ ელვის პრესლის პიროვნებასაც. სახლში ცხოვრების 20 წლის განმავლობაში მომღერალი დეკორაციის შექმნასაც ისევე უდგებოდა, როგორც მუსიკის შექმნას. სახლის ინტერიერში ერთადაა თავმოყრილი, სხვადასხვა სტილი: ძვირად ღირებული თანამედროვე ბაროკო, ჰოლივუდის ფილმების თეატრალური გარემო, პოლინეზიური ტიკი ბარების ინტერიერი და ტრადიციული ამერიკული რანჩოს კომფორტი.


დიახ, ელვისისთვის გრეისლენდი კიდევ ერთი კრეატიული პროექტი იყო. სახლის შეძენის შემდეგ მომღერალი ადგილობრივ დეკორატორ ჯორჯ გოლდენთან ერთად მუშაობდა, რათა თავისი ხედვა გაეცოცხლებინა. სანამ გრეისლენდი მუზეუმი გახდებოდა, ის ოჯახური სახლი იყო, სავსე სიცოცხლითა და სიცილით. ელვისის მეუღლე, პრისცილა იხსენებს ფორტეპიანოს ოთახში გატარებულ საღამოებს, როდესაც კინოდან დაბრუნებული ელვისი საათობით მღეროდა გოსპელის სიმღერებს.
1











კომენტარები

მაია 2024-01-21 16:48
რას კვირთ,სტლინის მუზეუმს 800 ათასი ყავს.
!!! 2024-01-16 23:56
მდიდრულია, თან ზედმეტად გადატვირთულიც არაა.... პატრონივით საინტერესოა...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები