სოფია ვერგარა ბოლომდე ბრძოლას და არაკეთილსინდისიერი მშენებლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
მსახიობი სოფია ვერგარა 51 წლის ასაკში საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა, საქმე ის გახლავთ, რომ მისი სახლის მშენებლები ამტკიცებენ, რომ მსახიობმა ლოს-ანჯელესის სახლში ჩატარებული სამუშაოების თანხა არ გადაუხდათ და ამის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს - ისინი საკმაოდ სოლიდური თანხის ანაზღაურებას ითხოვენ. ვარსკვლავი ამ ბრალდებას. "ყალბს" უწოდებს და სასამართლოში საპასუხო სარჩელი შეიტანა. ვერგარას ადვოკატი, მარტინ სინგერი კი აცხადებს, რომ კონტრაქტორს განზრახული აქვს ვარსკვლავი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს.
კომპანია ვარსკვლავს 1,700,492 დოლარს ედავება. სინგერი კი კომენტარს
ჩემმა კლიენტმა გააპროტესტა კონტრაქტორის ყალბი სარჩელი, დარწმუნებული ვართ, რომ ჩემი კლიენტი გაიმარჯვებს ამ დავაში, - აცხადებს ადვოკატი.
სოფიამ ეს ძვირადღირებული სახლი 2020 წელს შეიძინა ქმართან, ჯო მანგანიელოსთან ერთად. ტოსკანური სტილის სახლში, რომელიც 1999 წელს არის აშენებული, 6 საძინებელი და 10 სველი წერტილია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წყვილმა ივლისში, 7 წლიანი ქორწინების შემდეგ, განაცხადა, რომ ისინი დაშორდნენ.
სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, მსახიობმა განქორწინება მოითხოვა, განშორების თარიღად 2 ივლისი, ხოლო განქორწინების მიზეზად ერთმანეთის შეუთავსებლობა დაასახელა.