როგორ მოაწყო კორტნი კარდაშიანმა ახალშობილი შვილის საბავშვო ოთახი

ოთხი შვილის დედამ გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ გამოიყურება მისი სახლი არდადეგებზე. გარდა სადღესასწაულო ქაოსისა, გულშემატკივრებმა პატარა როკის საძინებლისთვის თვალის შევლებაც მოახერხეს.   


44 წლის ბიზნესვუმენმა კორტნი კარდაშიან ბარკერმა თაყვანისმცემლებს თავისი სასახლის რამდენიმე ოთახი აჩვენა. მოდელმა საახალწლო არდადეგების დროს საკუთარი სახლის ფოტოების კოლაჟი გააზიარა ტრადიციული დეკორით და სადღესასწაულო არეულობასთან ერთად. ფოტოზე თაყვანისმცემლებმა დაინახეს ნაძვის ხე, სადღესასწაულო სუფრის დეკორაცია და მისი შვილების საშობაო საჩუქრების გახსნის შედეგები - აქეთ-იქით მიმოფანტული დახეული შესაფუთი ქაღალდი. კორტნიმ პოსტზე მარტივი ფრაზა დაწერა: "ბოლო დროის მყუდრო, პატარა ცხოვრება".



კარდაშიანების რეალითი შოუს გულშემატკივრებს კორტნის სახლის ხილვა ეკრანზეც შეუძლიათ, მაგრამ ისინი, როგორც წესი, დიზაინის ზოგიერთ დეტალს ახლოდან ათვალიერებენ, ამიტომ, პოსტი მათთვის ნამდვილი საჩუქარი იყო, რადგან კორტნიმ ახალშობილი შვილის საძინებლის კადრიც გამოაქვეყნა. ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ ხის სარწეველა ცხენი, მყუდრო ბუხარი, დიდი ტელევიზორი, ასევე - სათამაშოები ბავშვისთვის, შავ-თეთრი სურათები და სხვა აქსესუარები.
ნოემბერში კორტნიმ ქმართან, ტრევის ბარკერთან პირველი შვილი, ვაჟი, როკი მეცამეტე გააჩინა. ვარსკვლავს კიდევ სამი შვილი ჰყავს ყოფილ ქმართან, სკოტ დისიკთან: ქალიშვილი პენელოპა სკოტლანდი, 11 წლის და ვაჟები - რეინ ასტონი, 9 წლის და მეისონ დეში, 14 წლის. რაც შეეხება ტრევისს, მას სამი შვილი ჰყავს ყოფილ მეუღლესთან, შანა მოაკლერთან - ქალიშვილი ალაბამა ლუელა, 18 წლის, ვაჟი ლანდონი, 20 წლის და გერი ატიანა დე ლა ჰოია, 24 წლის. შობის წინ კარდაშიანმა გამოაქვეყნა ამაღელვებელი ფოტოების სერია, რომელშიც ჩვილი როკი მე-13 მშობლებთან ერთად იყო გადაღებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები