სად ცხოვრობს ქეით მიდლტონი ოპერაციის შემდეგ და რატომ არის ეს ადგილი მისთვის სახიფათო?


იანვარში ბუკინგემის სასახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქეით მიდლტონი მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ დაახლოებით ორ თვეში გამოჯანმრთელდებოდა და მარტის ბოლოს პირველად გამოჩნდებოდა საჯაროდ. ცოტა ხნის წინ ამის ყველა შანსი არსებობდა, თუმცა მოულოდნელად სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. 22 მარტის საღამოს პრინცესამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო მესიჯი, რომელშიც აღიარა, რომ ექიმებმა მას სიმსივნე აღმოუჩინეს. იგი არ აპირებდა ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, რათა შვილები არ შეეშფოთებინა, მაგრამ შესაძლოა შეთქმულების თეორიის გამო იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა.


ამჟამად პრინცესა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ქიმიოთერაპიას გადის.
მისი მთავარი სტიმული, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს, რა თქმა უნდა, შვილები არიან.

ვიდეოში პრინცესა ჩვეულებრივზე ოდნავ გამხდარი და ფერმკრთალია, თუმცა საკმაოდ მხიარულიც. სწორედ ამ მიზეზის გამო ნტერნეტმომხმარებლებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ვიდეოს მომზადება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ვერ მოხერხდებოდა და ნანახს არ ენდობიან.

თავად ქეითი საზოგადოებაში ბოლოს დეკემბერში გამოჩნდა და ამის შემდეგ მოხერხებულმა პაპარაცებმაც კი ვერ შეძლეს მისთვის ახალი ფოტოების გადაღება. არადა, თავდაუზოგავად ცდილობდნენ: ისინი პრინც უილიამის მეუღლეს საავადმყოფოსთან დარაჯობდნენ მოსალოდნელი გამოწერის დღეებში, თუმცა, როგორც ხედავთ, ამაოდ. ახლა ქეითი დროის უმეტეს ნაწილს ადელაიდის კოტეჯში ატარებს, უინძორის დიდ პარკში, სადაც ოჯახის წევრები თითქმის ყოველდღე სტუმრობენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქეით მიდლტონი ამჟამად ქიმიოთერაპიის კურსს გადის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ის იმედოვნებს, რომ მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ მის შემთხვევაში გამონათქვამმა, რომ სახლში განკურნებაში კედლებიც კი ეხმარება ადამიანს, შეიძლება არ გაამართლოს, რადგან სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადელაიდა გამოსაჯნმრთელებლად არცთუ კარგი ადგილია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იქ ძალიან ცივა.

სამფო ოჯახის  ყოფილმა კორესპონდენტმა მაიკლ კოულმა გაიხსენა, თუ როგორ აღწერდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი კოტეჯს: "ეს იყო ყველაზე ცივი ადგილი, რაც კი ოდესმე შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში". გარდა ამისა, წლევანდელი გაზაფხული დიდ ბრიტანეთში ყველაზე თბილი ნამდვილად არ არის. ასეთ ცივ პირობებში ცხოვრება კი შეიძლება ძლიერი დარტყმა აღმოჩნდეს ქეით მიდლტონის იმუნიტეტისთვის, რომელიც ისედაც სერიოზულ დარტყმას განიცდის.
კოტეჯი 1831 წელს აშენდა, როგორც უილიამ IV-ის მეუღლის, დედოფალ ადელაიდას თავშესაფარი, ამიტომაც მას მისი სახელი დაარქვეს. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ამ კოტეჯში საცხოვრებლად 2022 წელს გადავიდნენ, რადგან ის უინძორის ციხესთან ახლოსაა, თუმცა ცნობისმოყვარე თვალისგან მიმალული. წყვილისთვის ფართობი საკმარისი არ იყო, მაგრამ იმ მომენტში სხვა თავისუფალი საცხოვრებელი ადგილი არ აღმოჩნდა. თუმცა 2015 წელს კოტეჯი გარემონტდა, რასაც დიდი ინვესტიციები არ დასჭირვებია.

სხვათა შორის, იმისთვის, რომ ტახტის თითოეულ მემკვიდრეს - ჯორჯს, შარლოტასა და ლუის - საკუთარი საძინებელი ჰქონოდა, ქეითი და უილიამი ერთ ოთახში განთავსდნენ. ეს გამონაკლისია, რადგან სამეფო ოჯახებში, როგორც წესი, ცოლ-ქმარს ცალკე ოთახები აქვს. რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, მათი ადგილი კოტეჯში არ არის და ისინი ადელაიდას საჭიროებისამებრ სტუმრობენ ხოლმე.

გარედან სახლი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა შიგნით მართლაც მეფურად არის გაფორმებული - მარმარილოს ბერძნულ-ეგვიპტური ბუხარი, ჭერი მოოქროვილი დელფინებით. მამულს უინძორის ციხიდან შვიდი დახურული შესასვლელი და გასასვლელი აქვს, ქეით მიდლტონის მშობლები კი სულ რაღაც 45 წუთის სავალ გზაზე ცხოვრობენ, ამიტომაც პრინცესას მაქსიმალურ ყურადღებას აქცევენ და ზრუნავენ ჯორჯზე, შარლოტასა და ლუისზე, რადგან უილიამი ძალიან გადატვირთულია, მეუღლისა და მამის ავადმყოფობის გამო უამრავი საქმე აქვს და კოტეჯის დატოვებაც ხშირად უწევს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები