საიდუმლო ოთახები - როგორ გამოიყურება უინძორების საძინებლები

ამბობენ, რომ ინტერიერს ადამიანის ხასიათზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო ტიტულოვანი ადამიანების პირადი საძინებლებია.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გულშემატკივრებიდან ვინ არ ოცნებობს პრინცების, პრინცესების, მეფეების, დედოფლების და სხვა ტიტულოვანი პირების საძინებელების ნახვაზე? ამჟამინდელი მონარქის თითოეულ ნათესავს საკუთარი გემოვნების პრეფერენციები და პირადი მიდრეკილებები აქვს, რაც მათი საძინებლების ინტერიერზეც აისახება. მოდით, ვნახოთ ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება გავიგოთ საძინებლის მიხედვით ადამიანის ხასიათსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

პრინცესა დიანა

ტახტის მემკვიდრესთან ქორწილამდე ლედი დიანა სასახლეში გადაიყვანეს, რათა გოგონა პრესის ზედმეტი
ყურადღებისგან დაეცვათ. მისის სპენსერმა ვერ დააფასა უჩვეულო გარემოში ცხოვრების პირველი გამოცდილება, მაგრამ როდესაც ის და ჩარლზი დაქორწინდნენ და კენსინგტონის სასახლეში გადავიდნენ, მისმა უმაღლესობამ საბოლოოდ შეძლო ყველაფერი საკუთარი გემოვნებით მოეწყო. უელსის პრინცესამ დაიწყო რემონტი კენსინგტონის უდიდეს აპარტამენტებში, შედეგად, მან მიიღო ტრადიციული ინგლისური მოტივების სიმრავლე, პასტელის ფერები და ოდნავ "სათამაშო" ატმოსფერო.

ეს ბინა დიანას ჩარლზთან ოფიციალური განშორების და მათი განქორწინების შემდეგაც დარჩა. მემკვიდრე ჰაიგროვზე უფრო იყო მიჯაჭვული, კენსინგტონის სასახლე კი ურო პრინცესას თავშესაფარი იყო. მთელ სახლში შეგიძლიათ იხილოთ უილიამის და ჰარის ჩარჩოში ჩასმული ფოტოები, ასევე სათამაშოები, რომლებითაც პრინცები თამაშობდნენ. სამეფო იახტით მოგზაურობისას კი დი საწოლის ტუმბოზე განათავსებდა ხოლმე ოჯახურ ფოტოებს. სასახლეში მთელი კედელი უელსის ვაჟების შავ-თეთრი პორტრეტებით იყო დამშვენებული.


ჩარლზ სპენსერი


დიანას უმცროსმა ძმამ, რომელმაც მემკვიდრეობით ერლდომი და მამის ქონება მიიღო ნორთჰემპტონშირში, შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ვინძორებს საძინებლების გამო. ამჟამად ელტროპის უძველესი მამული ტურისტებს ღებულობს და ყველას შეუძლია დაათვალიეროს სახლის ბრწყინვალე ინტერიერი, რომელშიც უელსის პრინცესა გაიზარდა. მისი საძინებლის კარი ღიაა საზოგადოებისთვის, მაგრამ როდესაც მნახველები არ არიან, ერლ სპენსერს შეუძლია იგი დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. მაღალი ჭერი, ბაროკოს ნიმუშები კედლებზე, მრავალრიცხოვანი პორტრეტები, მდიდრული ავეჯი, ფერწერა, ფარდები და ხალიჩები ჰარმონიულ კავშირს ქმნიან ამ უძველეს არისტოკრატულ სახლში.

პრინცი ჰარი

ეტონში სწავლისას მისი უმაღლესობა თავის სტუდენტურ საძინებელში გადაიღეს. სტუდენტები უზრუნველყოფილი იყვნენ სტანდარტული ავეჯით, მაგრამ ყველას შეეძლო ოთახის საკუთარი გემოვნებით გაფორმება. ჰარიმ აშკარად დედის ჩვევა გადაიღო, როდესაც საყვარელი ადამიანების ფოტოები თავის ოთახში გამოფინა - ეტონში, მის ოთახში ყოველთვის არსებობდა ჩარჩო გარდაცვლილი პრინცესა დიანას ფოტოსურათით.
პრინცის საძინებლის კედელზე თავს იწონებდა ასევე თეთრი ინგლისური დროშა ალისფერი ჯვრით, მომღერალ პინკის გამოსახულება და რამდენიმე ფოტო. კომოდზე სტერეო სისტემა ინახებოდა.

დედა დედოფალი

მოგეხსენებათ, ელისაბედ ბოუს-ლიონი შოტლანდიაში დაიბადა და ბავშვობა სასახლეებსა და ციხეებში გაატარა, რომლებიც მის ნათესავებს ეკუთვნოდათ. მისი საძინებელი მეის ციხესიმაგრეში, კეიტნესში საზოგადოებისთვის მას შემდეგ გაიხსნა, რაც შენობაში, რომელიც ახლა სასტუმროს წარმოადგენს, ექსკურსიები ეწყობა. მყუდრო ოთახი, რომელიც ლედი ელისაბედს ეკუთვნოდა, სადა ფერებშია მორთული, ზომიერი კონტრასტი იქმნება ფარდებითა და მოოქროვილი ნათურით. კლასიკური სტილის სავარძლები და მაგიდა შუშის ზედაპირით კარგად ჯდება არისტოკრატულ ინტერიერში.

მომავალი დედოფლის კიდევ ერთი საძინებელი გლამის ციხესიმაგრეში მდებარეობს, სადაც ბავშვობისა და ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა. შენობის კონსტრუქციის ელემენტები და ინტერიერის ნივთები სხვადასხვა საუკუნით თარიღდება - მეთორმეტედან მეცხრამეტემდე. აქ ნახავთ ოთხ მოოქროვილ საწოლს, ფართო გარდერობს, პორტრეტებს კედლებზე და რამდენიმე ხალიჩას, რომლებიც იცავს ოთახს არა მარტო ხმაურისგან, არამედ სიცივისგან.

პრინცესა მარგარეტი

პრინცესა მარგარეტსაც ჰქონდა საკუთარი ოთახი შოტლანდიის ციხესიმაგრეში. იგი სამეფო ოჯახის პირველი წევრი იყო სამი საუკუნის განმავლობაში. შოტლანდიაში, დედის სამშობლოში დაიბადა. მისი საძინებელი ბევრი თვალსაზრისით ჰგავს დედის საძინებელს, თუმცა მცირე სხვაობებით: საწოლზე ბალდახინი, ოდნავ მარტივი და თავშეკავებული ავეჯი და ნაკლებად მორთული დეკორი.

ჩარლზი და კამილა

უელსის პრინცმა 1980 წლის აგვისტოში შეიძინა ქონება კოტსვოლდსში. ცოტა ხნით ადრე კი, ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს, ეკრანზე მისი ერთ-ერთი საძინებლის სურათი გამოჩნდა - ყვითელი საძინებელი ნახატებიანი შპალერით, ბუხარი, ხის ავეჯი და მოკრძალებული დეკორი. ჩარლზი ახლა ჰაიგროვში ცხოვრობს თავის მეორე მეუღლესთან, კორნუოლის ჰერცოგინიასთან ერთად.

გეორგი V

ეს არ არის ტიპიური საძინებელი, რადგან ის სამეფო მატარებელში მდებარეობს. მეფის საძინებლის ინტერიერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისმა მეუღლემ, დედოფალმა მარიამმა (ამჟამინდელი მონარქის ბებია-ბაბუა) გაარემონტა. მეფის ოთახი აღჭურვილი იყო არა მარტო საწოლით, კომოდით, მაგიდით და ფარდებით, არამედ ელექტრო განათებითა და გაგრილების ვენტილატორებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები