ტელეწამყვანმა მარიამ სანოგომ სახლში ავეჯი გააახლა და ბინის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ფოტოებიდან ვგებულობთ, მარიამის ბინა ლოფტის სტილის არის, ამ სტილისთვის დამახასიათებელი აქცენტებით და ასევე ჭარბობს ღია ფერები - მოყვითალო-მოკრემისფრო.
მარიამი ამ ბინაში მეუღლესთან - გიორგი ლაშქარაძესა და შვილთან, ზუკასტან ერთად ცხოვრობს.
ცნობისათვის, მარიამი ნახევრად აფრიკელია. მამამისი ლამინ სანოგოა, დედა - თინა დავითაშვილი. "მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი წარმოშობით აფრიკელია, კონკრეტულად კი ბურკინაფასოდან, მე ქართველი ვარ, რადგან 17 წელია, აქ ვცხოვრობ. დედამ და მამამ ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, მეც იქ დავიბადე, მაგრამ
წლი-ნახევრის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედით. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამა საფრანგეთში დაბრუნდა, მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. დედა პატარაობაშივე მიყვებოდა მის შესახებ, სად გაიცნო, როგორ დაიწყეს ურთიერთობა და ა.შ. მამა დედას ურეკავდა, ინტერესდებოდა ჩემი სწავლით, საქმიანობით, მოკლედ, ინფორმაციას ჩემ შესახებ დედასგან იღებდა. მე კი ფრანგული კარგად არ ვიცოდი და ვერ ვესაუბრებოდი", - იხსენებდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

კომენტარები