გვინეტ პელტროუ შვილს კოლეჯში უშვებს და ამის გამო სახლს ყიდის

ჰოლივუდის 51 წლის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. მან გადაწყვიტა გაყიდოს ლოს-ანჯელესის სასახლე. მიზეზი მისი 18 წლის ვაჟის, მოსეს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ კოლეჯში გამგზავრებაა - იქ სწავლა და ცხოვრება არც ისე იაფი იქნება. ძვირად ღირებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც მოიცავს სასტუმრო სახლს კინოთეატრით და ღვინის მარნით, 29,99 მილიონ დოლარად იყიდება.

მსახიობმა სახლი ყოფილ ქმართან, ფრონტმენ კრის მარტინთან ერთად შეიძინა 2012 წელს 9,95 მილიონ დოლარად. მოსეს გარდა, მათ 20 წლის ქალიშვილი ჰყავთ. წყვილი თითქმის ათი წელი იყო ერთად
- 2003 წლიდან 2014 წლამდე. განქორწინების შემდეგ პელტროუ, 2018 წელს, ბრედ ფალჩუკზე დაქორწინდა და ამ სახლში დაიწყეს ცხოვრება.




პელტროუს უძრავი ქონების აგენტმა განაცხადა, რომ ვარსკვლავი ყიდის სახლს, რადგან წყვილს ასეთი დიდი სახლი უბრალოდ აღარ სჭირდებ, ბავშვები გაიზარდნენ და მალე გადავლენ საკუთარ სახლებში. სახლს აქვს რვა საძინებელი და 11 სველი წერტილი, მდიდრული გამწვანებული ეზო.

სამზარეულოს აქვს მაღალი ჭერი, უზარმაზარი კუნძული, იატაკიდან ჭერამდე ფანჯრები და შავი კრამიტის იატაკი. უკანა ეზოში განთავსებულია აუზი და სასტუმრო სახლი ტემპერატურის კონტროლირებადი ღვინის მარნით, სპორტული დარბაზი, სათამაშო ოთახი, ოფისი და კინოთეატრი.
მსახიობს ასევე აქვს სახლი ამაგანსეტში, ნიუ-იორკში.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები