2-მილიონდოლარიანი სახლი ოქროყანაში და ძვირფასი საჩუქრები - როგორ ცხოვრობს ცნობილი ქართველი ინფლუენსერი

სოციალურ ქსელში ცნობილი ქართველი ინფლუენსერის ლუსი მანჯავიძის ვიდეო გავრცელდა, რომელსაც ქმარმა - ბიზნესმენმა დიმიტრი კორთხონჯიამ ძვირად ღირებული მანქანა აჩუქა. ლუსი მანჯავიძეს სოციალურ ქსელში რა ხანია იცნობენ - მას წარმატებული ბლოგი აქვს ინსტაგრამზე და ასევე საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს ტიკ-ტოკზე, სადაც ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ვიდეოებს დებს ხოლმე. რასაკვირველია, ვიდეოებში ასახულია მისი "ლაქშერი" ცხოვრება - ფეშენებელური სახლი ოქროყანაში, ძვირად ღირებული მანქანები, ბრენდული ნივთები, მოგზაურობა და საჩუქრები, რომლებსაც მეუღლე ხშირად ჩუქნის, უამრავ თაიგულთან ერთად.







ლუსის სახლი წელს ცნობილი ბლოგერის ჯორდანის ობიექტივშიც მოხვდა და
მისი მასპინძლობისას ლუსიმ აღნიშნა, რომ სახლის ფასი 2 მლნ დოლარია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები