სელინ დიონის უზარმაზარი მამული ოკეანის სანაპიროზე, რომელიც მისი გემოვნებით აშენდა

ყველასათვის კარგად ცნობილი სიმღერის შემსრულებელი ცნობილი ფილმიდან "ტიტანიკი" და ახლა უკვე მიმდინარე ოლიმპიადის "სახე" სელინ დიონი რამდენიმე სახლს ფლობს. მისი ეს მამული 10 000 კვ.მ.-ს შეადგენს. ამაში შედის სტუმრების სახლი ოთხი საძინებლით, სამი აუზი, გოლფის კორტები და, რაც ყველაზე მთავარია, აქედან საოცარი ხედი იშლება ატლანტის ოკეანეზე.

ეს სასახლე ფლორიდაში მდებარეობს, კუნძულ იუპიტერზე და სელინ დიონი პირადად იყო ჩარეული მის მშენებლობასა და დაპროექტებაში - 2008-2010 წლებში. მან და მისმა ქმარმა აქაურობა 2005 წელს იყიდეს 12,5 მლნ დოლარად.


საოცარი ეზო და მდელოები
მომღერლისა და მისის ახლობლების საყვარელი ადგილია, სადაც უამრავ პიკნიკსა და წვეულებას მართავენ ხოლმე.

სახლის სტილი ადგილობრივ არქიტექტურულ ტრადიციებს შეესაბამება. დილაობით და საღამოობით ოკეანის საოცარი ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.

მთავარ სასტუმრო ოთახს ორი ზონა აქვს - დასასვენებელი და გასართობი ზონა და დიდი, ღია სამზარეულო.

დამხმარე ქალბატონის სამზარეულო თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ხის ჭერი თეთრად არის შეღებილი, რაც სივრცეს კიდევ უფრო აფართოებს და ადიდებს.

სასტუმრო ოთახში იატაკის უმეტესი ნაწილი შეკვეთით დამზადებული ხალიჩით არის დაფარული. 
სასადილო ოთახს თანამედროვე ჭაღი ამშვენებს.

შავი ფერის საძინებელი კი ხალიჩებით და ხავერდით არის გაფორმებული. ამ ოთახის მთავარი ღირსება ოკეანეზე ხედია.

აბაზანა სტილით საძინებლის შესაფერისია.

სტუმრების საძინებელიც მუქ ფერებშია გადაწყვეტილი.

სახლში უამრავი ინტიმური კუთხეა, სადაც სტუმრებს სასიამოვნო დროის გატარება შეუძლიათ. აქ შესაძლებელია ბუხრითა და სუფთა ჰაერით ტკბობაც.

კომენტარის დამატება