გამოხარშვა აღარ უნდა! - როგორ გავრეცხოთ ჩაის ტილოები მიკროტალღურ ღუმელში?

სარეცხის რეცხვა ბევრი დიასახლისისთვის საყვარელი პროცესია, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ეს პროცესი ძალიან გამარტივებულია. მანქანიდან გაწკრიალებული თეთრეულის გამოღება და სისუფთავის არომატის შეგრძნება ნებისმიერ დიასახლისს სიამოვნებს, თუმცა ეს არ ეხება ჩაის ტილოებს, აი, მათ რეცხვას ნამდვილად ბევრი გამოცდილი დიასახლისის წყობიდან გამოყვანა შეუძლია. ჩამჯდარი ცხიმისა და ამა თუ იმ ხილისა და ბოსტნეულის წვენის ლაქის ამოყვანა და ტილოების გაქათქათება ადვილი სულაც არ არის. არადა, სამზარეულო ნამდვილად გაქათქათებული ტექსტილი უნდა იყოს. ამ დროს მივმართავთ ხოლმე ძველ და არცთუ სასაიმოვნო და

მოსახერხებელ პროცესს - ხარშვას, თუმცა არც ხარშვა იძლევა ასპროცენტიან გარანტიას. აბა, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

შემოგთავაზებთ საკმაოდ უცნაურ, მაგრამ ძალიან ეფექტურ და მარტივ ხერხს, თუ როგორ მოვაშოროთ ჩვენს ტილოებს ასე შემაწუხებელი ლაქები. ამ პროცედურისთვის მიკროტალღური ღუმელი გამოგადგებათ.
აიღეთ ჩვეულებრივი სარეცხი საპონი და პოლიეთილენის პაკეტი.
დაასველეთ ტილო და საგულდაგულოდ გასაპნეთ.
მოათავსეთ გასაპნული ტილო პაკეტში ისე, რომ არ მოუკრათ თავი.


მოათავსეთ პააკეტი მიკროტალღურ ღუმელში, დააფიქსირეთ საშუალო სიმძლავრე და გააჩერეთ პაკეტი 1,5 წუთი.
ფრთხილად გამოიღეთ პაკეტი ღუმელიდან, ფრთხილად იყავით, ხელი არ დაიწვათ, გამოიყენეთ რკინის ასაღები.


კარგად გაავლეთ ტილო ცივ წყალში, ლაქები და უსიამოვნო სუნი მაშინვე გაქრება.


სასარგებლო რჩევები
1. არ შეიძინოთ სამზარეულოსთვის ფუმფულა ტილოები, ის ძნელად ირეცხება და ადვილად ჭუჭყიანდება. 
2. არჩევანი ნატურალური ბამბის ქსოვილზე შეაჩერეთ, ის ადვილად ირეცხება და მოსახმარადაც ბევრად კომფორტულია.
3. საჭმლის მომზადების დროს ეცადეთ გამოიყენოთ ფერადი ტილო.


4. ცხიმიანი ხელის გასაწმენდად გაოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცი.
5. ტილოები 2 დღეში ერთხელ გამოცვალეთ, რათა ისინი კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ.
6. გამოიყენეთ რამდენიმე ტილო, ერთი - ჭურჭლისთვის, ერთი - ხელებისთვის, ერთი - მაგიდისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები