8 საიდუმლო, რომელიც "ოლივიეს" მომზადებისას უნდა იცოდეთ

"ოლივიე" ყველაზე პოპულარული, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სალათია. მართალია ეროვნული სამზარეულოს ნაწილი არ გახლავთ, სამაგიეროდ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, ისე დაიპყრო თაობების გული, რომ არცერთი დღესასწაული მის გარეშე არ ჩაივლის. ერთ დროს ფრანგი მზარეულის საამაყო რეცეპტმა საბჭოთა სამომხმარებლო კალათასთან ადაპტაცია გაიარა და სრულიად სხვა "იმიჯით" მოგვევლინა. დიახ, "ოლივიეს" ავტორს სალათი ისეთი სახით არ ცაუფიქრებია, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ.
მისი მომზადება ყველა დიასახლისმა იცის, თუმცა არსებობს ნიუსნსები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია.
1. ოლივიესთვის ბოსტნეული დაახლოებით ბარდის მარცვლების ზომის უნდა იყოს, მასზე ბევრად დიდი -

არა. ერთ ზომაზე დაჭრილი ბოსტნეული სალათს ჰარმონიულად შეუთავსეთ გემოებს და კიდევ უფრო გააგემრიელებს.
2. როგორც წესი, ოლივიესთვის ყველაფერი კუბებად იჭრება, მაგრამ შეგიძლიათ ტრადიცია დაარღვიოთ და ბოსტნეული გრძელ და თხელ ზოლებად დაჭრათ. ასეთ წესით მომზადებული სალათი გემოს გარდა ფორმითაც მიიქცევს ყურადღებას.
3. მიჩნეულია, რომ ოლივიეში იმდენი კარტოფილი და კვერცხი უნდა იყოს, რამდენ ადამიანზეც არის გათვალისწინებული.
4. არავითარ შემთხვევაში არ დაჭრათ ცხელი, თბილი ან ძალიან ცივი (მაცივრიდან გადმოღებული) ბოსტნეული _ ასე სალათის გემოს გააფუჭებთ. ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
5. ბოსტნეულის დაჭრის შემდეგ იგი რამდენიმე საათით გააჩერეთ, რათა არომატები ერთმანეთს კარგად შეერიოს და შემდეგ შეინახეთ მაცივარში.
6. სუფრაზე მიტანის წინ სალათი უნდა გაფორმოთ ან მწვანილით, ან მასში გამოყენებული ბოსტნეულით, ძეხვით.
7. "ოლივიე" დამოუკიდებელი სალათია. მას სხვა კერძის გარნირად ვერ გამოიყენებთ.
8. დაჭრილი ინგრედიენტები მაიონეზის გარეშე სამ დღეს გაძლებს მაცივარში. იმისათვის, რომ გემო არ დაეკარგოს, ან სხვა კერძის გემო არ გადაედოს, სალათი მინის ქილაში მოათავსეთ და პლასტიკატის მჭიდრო სახურავი დააფარეთ.
ოლივიეს საქართველოში მხოლოდ ბოსტნეულითა და კვერცხით ამზადებენ. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი მას ხორცს ან ძეხვს უმატებენ.

 

კომენტარები

ლალი 2017-12-28 22:02
წვრილად ვჭრი კარტოფილს და კიტრის მარინადს,გახეხილ უმ სტაფილოს და გახეხილ ბოლოკს,ასევე მხოლოდ კამას ვამატებ .შავი პილპილი აუცილებელია.და მაიონეზს სუფრაზე მიტანის წინ ვამატებ
ნიტა 2016-12-14 11:51
ჩემს რეცეპტში კიტრის მწნილი მარინადმა ჩაანაცვლა. ყველას უფრო მოსწონს. პ.ს. ვერ ვიტან მოხარშულ სტაფილოს, ამიტომ უმად ვახეხავ, სტუმრებს და ოჯახის წევრებსაც მოსწონთ :)
ლალუკა 2016-08-30 10:26
ბევრი მწნილი ამჟავებს, ამიტომ ოდნავ უდა ემჩნეოდეს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები