როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სახლი ყოველთვის იდეალურად სუფთა იყოს

ბევრ ჩევნგანს ყავს ისეთი ნაცნობები, რომელთა სახლიც ყოველთვის იდეალურად არის დალაგებული. ალბათ ბევრჯერ დაინტერესებულხართ, როგორ ახერხებენ ამას. სახლში სისუფთავის შენარჩუნება ხომ არც ისე მარტივია. გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ძალიან საინტერესო რჩევა, რომელთა გათვალისწინების შედეგადაც თქვენი სახლიც ყოველთვის იდეალურად სუფთა იქნება.


ალაგებული ლოგინი
ლამაზად, აკურატულად გასწორებული და ალაგებული საწოლი არა მარტო დასანახად არის ლამაზი, არამედ ადამიანის განწყობაზეც მოქმედებს. არ გირჩევთ საწოლზე დეკორატიული ბალიშებისა და ფუმფულა სათამაშოების მოთავსებას. დაგვერწმუნეთ, რთული სამუშაო დღის შემდეგ ასე აკურატულად ალაგებულ ოთახში შესვლა ბევრად გესიამოვნებათ.



სუფთა სამზარეულო დილაობით
დაგვერწმუნებით, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც დილით სუფთა სამზარეულოში შედიხართ, სადაც, რა თქმა უნდა, ნიჟარაც ცარიელია. და რაოდენ სასიამოვნოა, როდესაც ჭიქის გარეცხვაც კი არ დაგჭირდებათ ყავის დასალევად. ეს ყველოაფერი კი თქვენს ხასიათზე დადებითად მოქმედებს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთი რამ, წესად აქციეთ, არ დაიძინოთ, სანამ სამზარეულოს არ დაალაგებთ.



ტანსაცმელი კარადაში
როდესაც სახლში დაღლილი ბრუნდებით, რა თქმა უნდა, გეზარებათ ტანსაცმლის დაბინავება, უფრო ადვილია ის დილამდე სადმე მიაგდოთ, მაგრამ აიძულეთ საკუთარი თავ,ი ტანსაცმლის დაბინავება წესად აქციოთ და დილით არ მოგიწევთ გასარეცხი და სასურველი ტანსაცმლის სახლის კუთხეებში ძებნა.



მტვერსასრუტის მაქსიმალურად გამოყენება
ეცადეთ. ხშირად და სწორად გამოიყენოთ მტვერსასრუტი. ყველაზე მეტი მტვერი ყოველთვის იატაკზე გროვდება, ამიტომ ნუ დაიზარებთ, მაქსიმალურად ხშირად გამოიყენეთ მტვერსასრუტი.




მოაშორეთ უსარგებლო ნივთები
თუ სახლში ისეთი ნივთები გაქვთ, რომლებითაც კარგა ხანია არ გისარგებლიათ და არც ისარგებლებთ, ბევრს ნუ იფიქრეთ, სასწრაფოდ მოაშორეთ სახლიდან. ლამაზი ჭურჭელი უნდა მოიხმაროთ, წლობით შენახული ჭიქები და თეფშები ან გამოიყენეთ, ან სახლიდან მოაშორეთ.Eეს ეხება ყველა უსარგებლო ნივთს. დაგვიჯერეთ, ისინი მტვრის ბუდეა.



ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს
ეცადეთ ყველა ნივთი ყოველთვის თავის ადგილეზე იდოს. მაგალითად, წიგნი - თაროზე, სათამაშო - ბავშვის ოთახში.



სახლის გენერალური დალაგება
დიახ, ეს არა არის მარტივი, თუმცა არც შეუძლებელია. უბრალოდ უნდა დაგეგმოთ და ორ კვირაში ერთხელ კარგად გახეხოთ ფილები აბაზანასა და სამზარეულოში, გაწმინდოთ ფანჯრები და სარკეეები. ეს ძალიან ძნელია, თუმცა დაგვიჯერეთ, შედეგი ამად ღირს, სამაგიეროდ თქვენი სახლი ყოველთვის ძალიან სუფთა იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები