5 შეცდომა საცივის მომზადების დროს

საახალწლოდ ყველა ოჯახში მზადდება საცივი და ყველა დიასახლისს თავისებური გემოს ნამზადი გამოსდის. პრაქტიკულად, ორი ერთნაირი საცივი არ არსებობს - ყველა ნახელავი თავისებურად გამორჩეული გემოს მქონეა. თუმცა რეცეპტი რეცეპტია და თითქოს ყველანი ერთნაირად ვამზადებთ. ამ ერთნაირ რეცეპტებში კი ხშირად ერთნაირ შეცდომებსაც ვუშვებთ. რამდენიმე დიასახლისის გამოკითხვის შემდეგ გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას საცივის მომზადებისას. უმეტესად ეს ახალბედა დიასახლისებს ეხებათ და მათ, ვინც საცივს იშვიათად ამზადებს.

1. ზედმეტი ცხიმი
ინდაურის ხორცი საკმაოდ ცხიმიანია. იმდენი ცხიმი, რასაც ერთი ინდაური უშვებს, საცივს არ სჭირდება. როცა

ნახარში ცხელია, ცხიმი სითხეშია გაზავებული და მისი ხახვის მოსათუშად მოხდაც გვძნელდება და წვენსაც ბევრი მიჰყვება. ამიტომ ჯობია ინდაური წინასწარ მოხარშოთ და ბულიონი მაცივარში გააციოთ. გამკვრივებული ცხიმის გამოყენება უფრო გაგიმარტივდებათ.

2. ჩახარშული ხორცი
ბევრი დიასახლისი წინასწარ მოხარშული და დაჭრილი ინდაურის ხორცს უკვე გამზადებულ საცივში აწყობს და ხელმეორედ ადუღებს. ჯობია დაჭრილ ხორცს (უკეთესია თუ ნახევრადმოხარშვის შემდეგ ღუმელში შებრაწავთ) დაასხავთ საცივს და აღარ წამოადუღებთ.

3. მუქი ნიგოზი
ნუ დაიზარებთ და ნიგვზის ლებნები გატარებამდე კარგად გადაარჩიეთ. საცივში რაც შეიძლება ღია ფერის ნიგოზი უნდა მოხვდეს. მუქი შეფერილობა საცივს მიმზიდველობას უკარგავს. არადა სადღესასწაულო კერძს შესაფერისი იერიც უნდა ჰქონდეს.

4. მსხვილი ნამცეცები
მხილოდ ერთხელ გატარება ხორსსაკეპ მანქანაში სასურველი მასის მიღებისთვი საკმარისი არ არის. ნიგოზი ან ორჯერ გაატარეთ ან ხახვიან ბულიონთან ერთად კარგად დააბლენდერეთ. საოცრად ჰაეროვანი და ერთგვაროვანი მასა გამოდის

5. ზედმეტი დუღილი
რაც არ უნდა გემრიელად შეაზავოთ, თუ საცივი აიჭრა, მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. რომ არ აიჭრას, ამისთვის ტემპერატურის რეგულირებაა საჭირო. წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე და თან ხის კოვზით განუწყველივ ურიეთ. დიდხანს დუღილი არ სჭირდება - მაქსიმუმ 2 წუთი საკმარისია.

ძმარი
ეს შეცდომად ვერ ჩაითვლება, რადგან ძმარი საცივის ერთ-ერთი ინგრედიენტია. თუმცა იმის გამო, რომ ფერს უცვლის, შეგიძლიათ მის ნაცვლად ლიმონი გამოიყენოთ. შესანიშნავ გემოს აძლევს და საცივის ფერიც არ მუქდება.

კომენტარები

რუსიკო 2024-12-16 08:29
ქალ-ნო ლამარა,საუკეთესოდ აღწერეთ,ამის შემდეგ კიდევ არის საკამათო რამეე? გაიხარეთ მრავალს დაესწარით ახალ წელს
თამარი 2024-12-15 23:30
ბაჟას არ უნდა წამოდუღება,საცივი-კი.მუდმივად უნდა ურიო ხის კოვზით,უნდა წამოდუღდეს და მაშინვე გამოირთოს,გამორთვის მერე ქვაბს ცივი წყლით სავსე ჯამში ვდგამ და გამუდმებით ვურევ,ასე უფრო მალე ცივდება და არც იჭრება.
რაც შეეხება ძმარს,თეთრი ღვინის ძმარი წინასწარ უნდა წამოდუღდეს,გაცივდეს და უკვე გაციევბულ საცივს დაემატოს,ასე საცივი არ გამუქდება.ლიმონის წვენით არ გამიკეთებია,არ ვიცი როგორი გამოდის
ნიგოზს ვატარებ და გატარებულს მერე მსხვილ საცერში ვხეხავ,ფქვილივით გამოდის და არ ვაბლენდერებ.
მარიამკი 2024-12-15 22:21
საცივი იმიტომ ქვია, რომ უკვე გამზადებული აღარ ცხელდება, ცივად უნდა მიირთვათ, იმიტომ უხდება ცხელი მჭადი ან ღომი. საცივი გამზადებულ დროს აუცილებლად უნდა წამოდუღდეს და ბოლოს დაასხათ ანადუღარი ძმარი, რომ არ გამუქდეს /ლიმონიც პიკანტური გემოს აძლევს ძმრის მაგივრად თუ გამოიყენებთ!
ია 2024-12-14 22:45
საცივი წამოდუღებული ხარჩოააა
საცივი ყოველთვის ცივი
ქორწილში საცივი არ მომეწონააა წამოდუღებული იყო
სხვა გემო ქონდა...არ მიჭამია..
ბლენდერში საცივი ვერ მოდის ძველ გემოზე, ეს უკვე ზარმაცების საცივიააა
სოფო 2024-12-14 22:16
იმერეთში რომ სუფრა და გემოებია არავინ იკამათოს. საცივი დიახაც წამოდუღდება და არის არაჩვეულებრივი. საცივი კიდე იმიტომ ქვია ცივად კი არ კეთდება ცივად უნდა ჭამო . ისე ვისაც რა გინდათ ის გააკეთეთ და რაც გაგიხარდებათ და როგორც ისე მიირთვით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები