რა შეიძლება გამოვიდეს ძველი ჯემპრის გადაკეთებით

 დაპატარავებული ან მოდიდან გამოსული სვიტერის გადაგდებას ნუ იჩქარებთ, მისგან ორიგინალური და თბილი აქსესუარების დამზადებას გასწავლით.

ძველი სვიტერისგან ხელთათმანები გამოვჭრათ
უმჯობესია, შალის სვიტერი გამოიყენოთ. ფოტოინსტრუქციის მიხედვით ხელთათმანის გამოჭრა არ გაგიჭირდებათ. თავდაპირველად, სვიტერი მაგიდაზე გაასწორეთ, მარკერით შემოხაზეთ ხელის მტევანი, არ დაგავიწყდეთ 1 სანტიმეტრის მომატება, დაამაგრეთ ქინძისთავებით - ორივე მხარე ერთად უნდა გამოჭრათ და ქინძისთავებით დამაგრებული ქსოვილ აღარ "გაგექცევათ". აკურატულად გამოჭერით. შეკერეთ და გამოაბრუნეთ. მზა ხელთათმანი გააფორმეთ სურვილისამებრ. შეგიძლიათ ღილები

დაკეროთ, ლენტის ვარდებით ან მძივებით გააფორმოთ.

ქუდი
თუ თქვენს პატარას სვიტერი დაუპატარავდა, ზოგან კი დალაქავდა და მისი გაჩუქება გერიდებათ, მისგან ქუდი გამოჭერით. სვიტერს დაადეთ ბავშვის ქუდი, ერთი სანტიმეტრით მეტი მოხაზეთ, ქინძისთავებით დაამაგრეთ, ამ შემთხვევაშიც ორივე მხარე ერთად უნდა გამოჭერით და შეკერეთ. გადმოატრიალეთ და თქვენს პატარას მოაზომეთ. ქუდი მოქსოვილი ყვავილებით გააფორმეთ, ან სვვიტერისგან გამოჭრილი აპლიკაციით.

 

ჩანთა
იმისათვის, რომ სვიტერი ჩანთად გადააქციოთ, ერთჯერადი, `ყურებიანი~ ცელოფნის პარკი დაგჭირდებათ. დაადეთ იგი გასწორებულ სვიტერს, მარკერით შემოხაზეთ პარკის მოხაზულობა სვიტერზე, არ დაგავიწყდეთ ნაკერებისთვს გათვალისწინებული 1 სანტიმეტრის მომატება და გამოჭერით. შეკერეთ, გადმოატრიალეთ და აი, ჩანთა მზადაა. მისი გამოფერმება თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.


თბილი აქსესუარები სვიტრისგან

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები