ძველებური წარმოების ფაიფურის თუ ბროლის ჭურჭელი აქტუალობას არ კარგავს, თუმცა დიასახლისების გულის მოგებას ჭურჭლის თანამედროვე მწარმოებლებიც ახერხებენ.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ძალიან პოპულარულია Luminarc-ის ჭურჭელი. მისი სავიზიტო ბარათი ნათელი ფერები და ორიგინალური დიზანია. დღეს ძალიან ბევრ ოჯახში შეხვდებით მის ნაწარმს. მწარმოებლების ჩანაფიქრით, Luminarc-ის ჭურჭლის კაშკაშა ფერები მფლობელს ახალი იდეებით შთააგონებენ. ეს ფრანგული ბრენდი გახლავთ, თუმცა მწარმობელი ქარხნები საფრანგეთის გარდა, აშშ-ში, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც მუშაობენ. ლუმინარკი უკვე 200 წელია მთელი მსოფლიოს გულს იგებს. ამ ჭურჭელს ირჩევენ არამარტო
ეს ჭურჭელი ქართველი მომხმარებლის გემოვნებასაც მოერგო. ჩვენში ძირითადად, Luminarc-ის ნაწარმი ჩინეთიდან შემოდის, თუმცა ამბობენ, რომ კომპანია ხარისხს ჩინურ ქარხნებშიც აკონტროლებს.
მომხმარებლის 200-წლოვან ერთგულებას აუცილებლად აქვს საფუძვლიანი მიზეზი. მაინც რა არის რის ამ მთავარი ღირსება?
1. გარეგნული იერსახე, რომელიც დროსა და გემოვნებას ყოველთვის პასუხობს.
2. სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი გამოწრთობილი მინა, რომელიც იშვიათი გამძლეობით ხასიათდება. მისი ჭურჭელი დარტყმაგამძლედ ითვლება.
3. უძლებს 135 გრადუსამდე ტემპერატურის ცვალებადობას. ანუ საყინულედან გამოღებული ჭურჭელი შეგიძლიათ პირდაპირ მიკროტალღულ ღუმელში მოათავსოთ, არ გატყდება.
4. აქვს იდეალურად გლუვი ზედაპირ ანუ მიკრობების დაგროვების შანსი არ არსებობს. არ აქვს ნაწიბური და ფორები, რაშიც ყველაზე ხშირად გროვდება მიკრობები.
გაყალბება
ცნობილი ბრენდებით გამყალბებლები ყოველთვის სარგებლობდნენ. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ბევრი იქნება ყალბი ლუმინარკი. როგორ შეიძლება მათი ნამდვილისგან გარჩევა?
თუ წარწერა გრავირებულია, ეს ერთ-ერთი ნიSშანია, რომ ხელთ ორიგინალური პროდუქტი გაქვთ, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით ჭიქებზე, გრავირების ნაცვლად წებოვანი იარლიყია მიკრული.
როცა ნამდვილის ყალბისგან განსხვავებას ცდილობთ, დაუკვირდით შემდეგ ნიშნებს:
Luminarc-ის ნაწარმს იდეალურად გლუვი ფორმები და სწორი, პროპორციული კიდეები აქვს. თუ მოგეჩვენათ, რომ ნაპირები ზოგან ამობურცულია ან მინაში ალაგ-ალაგ ბუშტუკები ჩანს, ეს ყალბი ნაწარმია.
ასევე იდეალურად გამოკვეთილი ფორმისაა ნახატებიც. დააკვირდით ფინჯნის სახელურებსაც. ისინი ძალიან ნატიფია და პროპორციული.
ეს კი ლუმინარკის ცნობილი სიმბოლოა. სასურველია პროდუქტს თუ არა, შესაფუთ ყუთს მაინც ამშვენებდეს. ამით მეტი გარანტია გაქვთ, რომ ხარისხიან ჭურჭელს ფლობთ.
ყველა უტყუარი მეთოდი კი პრაქტიკული შემოწმებაა - თუ მასში მდუღარე ჩაასხით და ვერ გაუძლო, ესე იგი ნამდვილად ყალბი ნივთი შემოგაპარეს.
კომენტარები