როგორ გავრეცხოთ უჟანგავი ფოლადის ქვაბები


უჟანგავი ფოლადის ქვაბები ნამდვილად ძალიან კარგ საჩუქრად ითვლება და ნებისმიერ დიასახლისს გაუხარებს გულს. ეს ჭურჭელი გამოირჩევა გამძლეობით, პრაქტიკულობთ და ვიზუალით. ამიტომაც არის, რომ მას ყოველთვის ყავს უამრავი მომხმარებელი.

თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული ქვაბები შავდება, კარგავს სიპრიალეს და უჩნდება ნაკაწრები. ამიტომ ამჯერად შევეცდებით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გარეცხოთ უჟანგავი ქვაბები ისე, რომ მან ძველებური იერ-სახე შეინარჩუნოს.



თუ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული მიმწვარი ქვაბი გაქვთ გასაწმენდი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საწმენდი ფოლადის ქვაბებისთვის, ასევე ძალიან ეფექტურია გაზქურის საწმენდი საშუალებაც.

გააცხელოეთ ქვაბში წყალი,
ჩაასხით აღნიშნული საშუალება, გააჩერეთ 10 წუთი და გარეცხეთ რბილი ღრუბელით.
ქიმიური საშუალებების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ შედარებით მსუბუქი საშუალებები. მოათავსეთ უჟანგავი ქვაბი დიდ თასში, დაასხით 5 ლიტრი წყალი, დააყარეთ ნახევარი ყუთი სოდა და დაუმატეთ 100 მლ საკანცელარიო წებო. დადგით ქურაზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ 15-20 წუთი. ჭუჭყი გაქრება, ქვაბი კი საგულდაგულოდ გაავლეთ გამდინარე წყალში.



ქვაბის გაწმენდა უფრო მარტივად ისევ სოდით არის შესაძლებელი. რამდენიმე კოვზ სოდას დაუმატეთ პერეკისი, იმდენი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. დაადეთ ეს პასტა ჭუჭყიან ადგილს, გააჩერეტ ცოტა ხანი და რბილი ღრუბელით გარეცხეთ. არანაირი ნაკაწრი და ლაქა.
საერთოდ სოდა სამზარეულოში შეუცვლელი პროდუქტია. არ გირჩევთ უჟანგავი ქვაბების ჭურჭლის სარეცხ მანქანში გარეცხვას. ჯობს ეს ხელით გ
გააკეთოთ თბილ წყალში და შემდეგ კარგად გაამშრალოთ.




არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აღნიშნული ქვაბების აგრეესიული საწმენდი საშუალებებით რეცხვა.



კომენტარები

i have used dapoxeti 2025-03-30 12:58
Patient was discharged home after five days in the hospital with a lifevest for prevention of sudden cardiac death and beta blockers cheap priligy In the last trial test, one of the objects was moved to a novel location, and the mouse was allowed to explore the objects for 6 min, and the total time spent exploring each object was measured

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები