ადგილები სახლში, რომელიც შედარებით ხშირად უნდა დასუფთავდეს


დიასახლისების უმეტესობა სახლის დალაგების დროს მტვერსასრუტით ყველაზე ხშირად ხალიჩებსა და ავეჯის ქვეშ ადგილებს წმენდს, ზედა ნაწილებზე კი იმდენად არ ფიქრობს.არადა, არის ადგილები, სადაც მტვერი შედარებით ჭარბად გროვდება და სწორედ ეს ადგილები საჭიროებს ყველაზე ხშირ და განსაკუთრებულ დასუფთავებას.

დაინტერესდით? ჰოდა, გაეცანით ჩამონათვალს:

უჯრები და თაროები

ზოგიერთი დიასახლისი ფიქრობს, რომ უჯრებს და კარადის თაროებს განსაკუთრებული დასუფთავება არ ჭირდება, თუმცა ეს ადგილები ძალიან ადვილად იმტვერება, მტვრის დაგროვების შედეგად კი ჩნდება უსიამოვნო სუნი, რომელიც კარადაში შენახულ თეთრეულსა და ტანსაცმელზეც გადადის ხოლმე. 

ფარდები და ჯალუზები

ფარდები და ჯალუზები მტვერს ძალიან მარტივად აგროვებს, ასე რომ, მტვერსასრუტით დალაგების დროს სპეციალური ჯაგრისით ფარდების გაწმენდაც არ დაგავიწყდეთ.

მატრასი



თქვენ, რა თქმა უნდა, რეგულარულად ცვლით თეთრეულს და უვლით ლოგინს, თუმცა თუ გინდთ, რომ ზედმიწევნით კარგი შედეგი მიიღოთ მატრასის მტვერსასრუტით დამუშავებაც არ დაგავიწდეთ.

საწოლის ქვეშ

საწოლის ქვეშ დაგროვებულმა მტვერმა შეიძლება ადამიანში ალერგიული რეაქციაც კი გამოიწვიოს.

ცოცხი და აქანდაზი

არც ცოცხსა და აქანდაზს აწყენდა დროდადრო სპეციალური დამუშავება მტვერსასრუტით და ამის შემდეგ მისი საგულდაგულოდ გარეცხვა.

სავარძლები



რბილი ავეჯის მტვერსასრუტით წმენდა კვირაში ერთხელ მაინც აუცილებელია.

ფანჯრის რაფა

არც ფანჯრის რაფა დაივიწყოთ ხოლმე და ეცადეთ ხშირად გადაატაროთ მტვერსასრუტი.

კლავიატურა

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ტექნიკის სისუფთავე, განსაკუთრებით ეს კლავიატურას ეხება. ეცადეთ რამდენიმე დღეშიი ერთხელ კლავიატურაც დაამუშავოთ მტვერსასრუტით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები