სამზარეულოში მიკრობები და ბაქტერიები ძალიან სწრაფად გროვდება _ სამზარეულოს ზედაპირი და ნიჟარა კი ის ადგილებია, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული საჭმლის მომზადების პრ0ცესთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადგილები ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული იყოს.
ბევრ დიასახლისს აქვს კითხვა, რამდენად ხშირად უნდა იწმინდებოდეს სამზარეულოს ნიჟარა, არსებობს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებული რაიმე წესი, ნორმა.
კვების ჰიგიენის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სამზარეულოს ნიჟარა მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა იწმინდებოდეს.
ასევე სასურველია ნიჟარის დამატებით გასუფთავება იმ შემთხვევაში თუ დაამუშავეთ ხორცი ან გათალეთ კართოფილი.
ეს ხელ
სამზარეულოს ნიჟარის გაწმენდის ყველაზე მარტივი ხერხი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ცხელი წყალია.
თვეში ერთხელ კი შეგიძლიათ უფრო ღრმა წმენდის ხერხს მიმართოთ, რათა მილებიც გასუფთავდეს, ამაში კი ჩვეულებრივი საჭმელი სოდა და ძმარი დაგეხმარებათ.