საკვები პროდუქტების გაყინვის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები


საყინულე ნამდვილად დიდებული გამოგონებაა, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს, საყინულე ის საშუალებაა, რომელიც საკვებ პროდუქტს ვარგისიანობას უხანგრძლივებს, თუმცა საკვების შენახვის დროს მნიშვნელოვანია დავიცვათ გარკვეული შენახვის წესები, რათა საფრთხე არ დაემუქროს ჩვენ ჯანმრთელობას და ბოლოსდაბოლოს მაცივარს.

შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს.

1. ამ პროდუქტების ადგილი საყინულეში არ არის



ზოგიერთი პროდუქტი ვერ იტანს გაყინვას და კარგავს როგორც გარეგნულ იერს ისე სასარგებლო თვისებებს. მაგალითად, არ ღირს იოგურტის, მაწვნის, არაჟნის. ასევე კატეგორიუად აკრძალულია კვერცხისა და კონსერვების გაყინვა. კარგავს ვიზუალურ სახესა და სასრგებლო თვისებებს ასევე გაყინული მწვანილი.

2. გადატენილი საყინულე



გადატენილს საყინულეში ვერ ხდება ჰაერის ცირკულაცია, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მაცივარზე.

3. მნიშვნელოვანი ფაქტორი



არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაცივარში ცხელი, თბილი საკვების შენახვა. ორი საათი მაინც უნდა გავიდეს კერძის მომზადებიდან, რომ ის მაცივარში მოვათავსოთ, ხოლო შემდეგ, სრული გაციების შემდეგ საყინულეში.

4. სწორი შეფუთვა



გაყინვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია შეფუთვა. სანამ პროდუქტს გაყინავთ დარწმუნდით, რომ ის სწორ კონტეინერში ან პოლიეთილენში არის მოთავსებული, რომელიც განკუთვნილი იქნება სპეციალურად პროდუქტის გასაყინად.

5. პორციებად გაყინვა



არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დიდი პორციების გაყინვა. ჯობს დაანაწევროთ ულუფებად, თითო გაკეთებად, შემდეგ მოათავსოთ ცალკე ჰერმეტულად დაცულ კონტეინერში და გაყინოთ.

6. გაყინული პროდუქტების შენახვის ვადა



პროდუქტის გაყინვის დროს მნიშვნელოვანია შეფუთვაზე მიუთითოთ ვადა და რიცხვი, როდის არის ის გაყინული. გაყინული ხილი და ბოსტნეული ვარგისიანობას დაახლოებით ერთი წელი ინარჩუნებს. მწვანე ლობიო მხოლოდ 8 თვე. კარაქიც ერთი წელი ინახება, რძე კი უმჯობესია სამი თვის ვადაში მოიხმაროთ.

7. ხელახლა გაყინვა



მეცნიერები დღემდე დავობენ იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა პროდუქტის გალღობა და შემდეგ მისი ხელმეორედ გაყინვა, თუმცა მზარეულები ცალსახად აღნიშნავენ, რომ ასეთი პროდუქტი კარგავს გემოვნურ თვისებებს და ასევე ვიზუალურად არც ისე კარგად გამოიყურება, ეცვლება  სტრუქტურა და ფერი.

კომენტარები

ნინი 2020-05-06 17:07
პირიქით წერია რომ შეიძლება გავყინოთ რძე , რომელიც შეგვიძლია 3 თვის ვადაში მოვიხმაროთ
თამარი 2020-01-27 11:40
N2502-ყველი არა, მაგრამ რძის გაყინვა არ შეიძლებაო ნამდვილად წერია
N2502 2019-12-07 23:55
თემური...სად წერია რძის გაყინვა რომ არ შეიძლება??
თემური 2019-12-07 21:53
აკი ყველი და რძე არ უნდა გავყინოთო?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები