რატომ არ უნდა გარეცხოთ ფაიფურის ჭურჭელი ცხელი წყლით - ყველაფერი, რაც ფაიფურზე უნდა იცოდეთ!

ლამაზი ფაიფური ნაკეთობები ოდითგანვე იპყრობდა დიასახლისების გულებს. დღეს ყველა ოჯახშია ფაიფურის ჭურჭელი, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რას წარმოადგენს სინამდვილეში ფაიფური და და როგორ შეიქმნა იგი.

ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ევროპამ მის შესახებ არაფერი იცოდა. ეს ჩინელი ოსტატების საიდუმლო იყო და გულმოდინედ მალავდნენ. ფაიფურის ნივთები ისეთი იშვიათობა გახლდათ, რომ  მხოლოდ მეფეთა საკადრისი საჩუქრად ითვლებოდა. ჯერ კიდევ ათასი წლის წინ ჩინელები ნეფრიტის ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. ეს უძვირფასესი მასალა იყო. მრავალწლიანი ძიებისა და მცდელობის შემდეგ კი ჩინელმა ოსტატებმა მიაგნეს მასალას, რომელიც ხარისხით ნეფრიტს ჯობდა,

თან უფრო ადვილი მოსაპოვებელი იყო. ეს ფაიფური გახლდათ...

ცზიანცის პროვინციაში "ფაიფური ქვის" უზარმაზარი მარაგი აღმოჩნდა. ეს სამთო წარმოშობის მასალა იყო, რომელიც კვარცისა და ქარსისგან შედგებოდა. ფაიფურის მასას "ფაიფურის ქვის" ფხვნილისგან და კაოლინისგან მზადდებოდა, რომელიც განსაკუთრებულ სითეთრეს ანიჭებდა ნაკეთობებს. კაოლინიც იმავე პროვინციაში მოიპოვებოდა.
ფაიფურის ჭურჭელს იმდენად ჟღერადი ხმა ჰქონდა, ჩინეთში მუსიკალურ საკრავებადაც კი იყენებდნენ.

მისი წარმოების საიდუმლო დიდხანს ამოუხსნელი რჩებოდა ევროპელებისთვის. მხოლოდ 1520 წელს ჩაიტანეს პორტუგალიელებმა კაოლინი ევროპაში, მაგრამ მხოლოდ ეს ნივთიერება არ აღმოჩნდა საკმარისი ფაიფურის მისაღებად. მხოლოდ 200 წლის შემდეგ გერმანელმა ქიმიკოსმა ბეტგერმა ამოხსნა ეს საიდუმლო.

რა შემადგენლობისაა ფაიფური?
თეთრი, თხელკედლიანი, აირშეუღწევი კერამიკული ნაკეთობა დამზადებული კაოლინის, კვარცის, მინდვრის შპატისა და პლასტიკური თეთრი თიხის წმინდა ნარევისაგან. მას ცომივით ზელდნენ და საჭირო ფორმას აძლევდნენ.
შემდეგ გამოწვის პროცესი მიდის, რაც საკმაოდ ფაქიზია. ძალიან ბევრი ნაკეთობა ზიანდება გამოწვისას, ამიტომ ძალიან მჭიდრო, უზუსტესად გათვლილი ყალიბებია საჭირო, რათა ჭურჭელმა ღუმელში ფორმა არ დაკარგოს.
რისთვის არის საჭირო ასეთი ძლიერი წვა? სიმტკიცისთვის. ასე გამოწრთობილი ფაიფური მინასავით მტკიცეა, გამჭვირვალობასაც ამით იძენს.



თუ გაინტერესებთ, თქვენი ჭურჭელი მართლაც ფაიფურის არის თუ არა, სინათლეზე გახედეთ. თუ მასში სინათლე გამოჩნდა, ესე იგი ფაიფურია. თuუ არა - ესე იგი ეს მასალა ფაიენსია.

დაიმახსოვრეთ:

რაც არ უნდა კარგი ხარისხის იყოს ფაიფური, მას არ უყვარს საყოფაცხოვრებო ქიმია. მით უმეტს, თუ ანტიკვარულ ფაიფურს ფლობთ. სარეცხი საშუალებები და ცხელი წყალი აზიანებს ფაიფურის ზედაპირს.

ამიტომ ფაიფურის ნივთები თბილი წყლით უნდა რეცხოთ, გამოიყენეთ საბავშვო ან რაიმე ნეიტრალური საპონი.
გასაპნილი ფაიფური გასავლებად არ შეუშვიროთ წყლის გამდინარე ნაკადს - მხოლოდ თასში დაგროვებულ წყალში ამოავლეთ.
ნუ დააცდით გაშრობას. ჯობია რბილი ტილოთი თავად გაამშრალოთ.
ფაიფურს არ უყვარს ნესტი.


თუ სწორად და ფაქიზად მოუვლით, თქვენი ოჯახის საამაყო ნივთად კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება.

კობალტის ფაიფური
კობალტის მარილს ფაიფურის ლურჯი შეფერილობისთვის იყენებენ. კობალტიანმა ფაიფურმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.კობალტზე მუშაობის საუკეთესო ოსტატებად კვლავ ჩინელები მიიჩნევიან. მათ 7 ფერის მიღება შეძლეს, ევროპაში კი მხოლოდ 4-ის. სირთულე კობალტის საღებავის დატანეში მდგომარეობს - ის სავია და მხოლოდ გამოწვის შემდეგ იღებს ლურჯ შეფერილობას. საჭირო ფერი მიიღო და თან რამდენიმე სახის, ეს იშვიათი ოსტატობაა.

 

 

კომენტარები

მარინა 2020-07-21 21:52
მაინტერესებს სად შეიძლება ფაიფურის ჭურჭელის რესტავრაცია
მაგალითად გაცვეთილი მოოქროვილი ნაპირების აღდგენა და პატარაზე ჩამოტეხილი ბოლოების აღდგენა
Medea berdzenishvili 2018-01-17 04:53
New Yorkshi bevr adgilas aris saozacho sakomisios msgavsi magaziebi/bay parkway.e 65 st/deda shvils akvt magazia.zalian misazvdom pasebshi sheizleba ulamasesi nivtebis kidva.
თბილისელი 2017-07-22 22:14
მომეწონა. კარგი ნივთებია.
ნინო 2017-01-28 21:02
თეთრ კობალტზე ვერაფერს გეტყვით მაგრამ ფერებია ფანტასტიური რბილი თბილი და 'გემრიელი " ფერებია , ახლა ახალ ჭურჭელს ძალიან მყვირალა და ჭყეტელა ფერები აქვთ ჭურჭელს შეიძლება მე მეჩვენება
maka 2016-12-17 20:03
ხომ ვერ მეტყვით არსებობს თუ არა თეთრი კობალტი ლურჯი და მწვანე კი ბატონო მაგრამ თეთრი მეეეჭვება..... არადა მაღაზიაში იყიდება სადილის სერვიზი თეთრი კობალტით დაფარულია-ო რაღაცა მეეჭვება :((( თუ იცით რამე ამის შესახებ დაწერეთ გთხოვთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები