როგორ გავაქათქათოთ ჩაის ტილოები და პირსახოცები - მარტივი ხერხი

სამზარეულოს პირსახოცების, ე.წ. ჩაის ტილოების რეცხვა საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. როგორც წესი, სარეცხის მანქანიდან გამოღებულებს უკმაყოფილოდ დავყურებთ. სცადეთ ამ წესით გარეცხვა: დიდ თასში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი მათეთრებელი ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 3 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი.
დაასხით ცხელი ქაფქაფა წყალი და ჩაალბეთ ტილოები. დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი ამოწურეთ და მანქანაში გარეცხეთ.
ამ წესით შეგიძლიათ თეთრი ბამბის ქსოვილის ნებისმიერი ნაწარმი - პირსახოცი, მაისური ან პერანგებიც დააქათქათოთ.

კომენტარები

ლია 2017-12-27 14:11
გავაკეთე, და მართლაც აქათქათებს, ოღონდ იხმარეთ მხოლოდ თეთრებზე. სხვა ფერს ახუნებს. მდუღარე წყალი 3-5 ლიტრი და თეთრეული - რამდენსაც ჩაატევთ თასში, რომ თავისუფლად იყოს წყალში
მანანა 2017-03-06 12:08
წყალი რამდენი-- ეს 3-3-3-3- რამდენ ლიტრ წყალზე ან რამდენ კილო თეთრეულზე ?
NN 2016-12-28 22:34
ზეთი ???

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები