მოვიშოროთ სახლიდან და ცხოვრებიდან ყველაფერი ის, რაც მოსაშორებელია
თვითსეფასება არის ჩვენი წარმოდგენა საკუთარ დადებით და უარყოფით მხარეებზე, იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებით ცხოვრებას. თუ თვითშეფასება არაადეკვატურია, ადამიანს პრობლემები უჩნდება, კარგავს მოტივაციას, მისთვის უფასურდება ყველაფერი და აზრი არაფერს აქვს. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება გამოვიცნოთ იმით, თუ როგორ ცხოვრობს ესა თუ ის ადამიანი სახლში, როგორი გარემო პირობები აქვს შექმნილი.
არეული სახლი
პირველი ნიშანი, რითიც შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანის საკუთარი თავის მიმართ
დაბალ შეფასებზე და დეპრესიულობაზე, არის მოუწესრიგებელი, დაულაგებელი სახლი, გულახდილი აურზაური, მიყრილ-მოყრილი ნივთები. არ შეიძლება ადამიანი კომფორტულად და მყუდროდ გრძნობდეს თავს მოუწესრიგებელ გარემოში.
ასეთ მდგომარეობაში, საღად, ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანი აიღებს ხელში ცოცხს და დაიწყებს სახლის დალაგებას.
ნუ აგრევათ ერთმანეთში არეული სახლი და შემოქმედებითი არეულობა, ეს უკანასკნელი ლოკალურია და მთელ საცხოვრებელზე არ ვრცელდება.
ძველი ნივთები
ნუ აგერევათ ერთმანეთში ძველი და ანტიკვარული, ვინტაჟური და რეტრო სტილის ნივთები. ამ შემთხვევაშიც, თუ ჩაეძიებით, აღმოაჩენთ დაბალი თვითშეფასების ადამიანს. ძველი ფეხსაცმელები, გამოუსადეგარი ჭურჭელი, მოდიდან გადასული ტანსაცმელი, თუ ეს ყველაფერი ადამიანს გადასაგდებად არ ემეტება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საკუთარ თავს მეტის ღირსად არ თვლის. ასეთ ადამიანებს ერიდებათ ფულის საკუთარ თავზე ხარჯვა.
გატეხილი ნივთები
როდესაც ადამიანს არ უნდა ახალი ნივთების შეძენა, ურჩევნია ძველი გააკეთოს, თავს არიდებს სიახლეებს, ასევე იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს სათანადოდ არ აფასებს და არ თვლის საჭიროდ, რომ მას ახალი ნივთი ჰქონდეს, ძველს სჯერდება. შეიძლება ითქვას, რომ გარეგანი მდგომარეობა იდენტურია მისი შინაგანი განწყობისა.
სტერილური სისუფთავე
ესეც მეორე უკიდურესობაა - სტერილური სისუფთავეც ერთგვარი მინუსია, როდესაც ადამიანს თავი მუზეუმში ჰგონია. ასეთი სახლის პატრონს არ უნდა, რომ ზედმეტად ვინმე შეეხოს, ვინმესთან მეტად გაიხსნას, მისი თვითშეფასება დიდი ალბათობით დაბალია.
და კიდევ ერთი, თუ სახლში აღმოაჩენთ დივნის ბინადარს, ანუ მასზე მუდმივად წამოწოლი მამაკაცს, ეს იმას ნიშნავს, რომ დიასახლისის თვითშეფასება ნულზე დაბალია.