კულინარიული შეცდომები, რომელსაც დიასახლისები ყველაზე ხშირად უშვებენ ხოლმე

როგორც წესი, დიასახილოსობას დედებისგან ან ბებიებისგან ვსწავლობთ ხოლმე, ეს სწავლებები ჩვენთვის ნორმად იქცევა და იშვიათად თუ დავფიქრდებით ხოლმე იმაზე, რომ ესა თუ ის მეთოდი შეიძლება მოძველებული იყოს და აქტუალობაც დაკარგული აქვს.
მოდით ვისაუბროთ იმაზე, რომელი კულინარიული წესები შეიძლება ჩაითვალოს მოძველებულად, რომელიც უარყოფითად აისახება კერძის როგორც გარეგნულ იერსახეზე, ის მის სარგებლობაზე.

1. შეცდომა - გატარებულ ხორცში მშრალი პურის დამატება

კატლეტის რეცეპტი ყველა დიასახლისს საკუთარი აქვს, თუმცა თითქმის ყველა რეცეპტი გულისხმობს ფარშში პურის დამატებას. ერთი შეხედვით თითქოს აბოლუტურად უმნიშვნელოა, პური მშრალი იქნება
თუ დამბალი, თუმცა გვინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რძესა თუ წყალში დამბალი პური გამოყოფს წებოვნებას, რომელიც შემდეგ აისახება უკვე მომზადებული პროდუქტის სტრუქტურასა თუ გემოზე.
მშრალი პაურის გადარევის შემთხვევაში კი უკვე მომზადებული კატლეტი ან გუფთა იქნება მშრალი, რადგან პური შეიწოვს ხორცის წვენს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ გადაწყვეტთ ფარშს შეურიოთ პური, ის არ უნდა იყოს ახალი. თუ ეს ყველაფერი დამღლელად გეჩვენებათ, მაშინ შეგიძლიათ კატლეტის რეცეპტიდან საერთოდ ამოიღოთ პური.

2. შეცდომა - ხორცის გალღობა ოთახის ტემპერატურაზე


დიდი ხანია მიმდინარეობს დავა იმის თაობაზე, თუ როგორ ჯობის გაყინული პროდუქტის გალღობა - მიკროტალღურში, წყალში თუ ოთახის ტემპერატურაზე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ვარიანტთაგან არც ერთი არ არის მისაღები, განსაკუთრებით კი ოთახის ტემპერატურაზე გალღობა, რადგან ასეთ დროს მარტივად შეიძლება გამოგვეპაროს მომენტი, როდესაც პროდუქტმა დაასრულა ლღობის პროცესი და გადავიდა გაფუჭების ეტაპზე, თუმცა ეს ვიზულურად თვალსაჩინო არ არის. აბა, როგორ მოვიქცეთ?
როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, გაყინული პოროდუქტი უმჯობესია გავალღოთ მაცივარში, ეს ყველაზე უვნებელი მეთოდია. მართალია, ამ პროცესს დრო სჭირდება, თუმცა შედეგი ლოდინად ნამდვილად ღირს, სამაგიეროდ თქვენი ოჯახის წევრები ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევენ.

3. შეცდომა - ხილის და ბოსტნეულის წყალში გავლება

მომზადების და მირთმევის წინ პროდუქტი რომ უნდა გაირეცხოს, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ არ ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს სწორად, ისე, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი საფრთხეს.
ხილისა თუ ბოსტნეულის რეცხვის მთავარი პროცესი მექანიკური ზემოქმედებაა, რაც გულისხმობს პროდუქტის აქტიურად რეცხვას ხელით და არა უბრალოდ წყალში გავლებას. ასევე შესაძლებელია ბოსტნეული ცოტა ხანი გააჩეროთ სოდიან წყალში, რაც ხელს შეუწყობს მავნებელი მიკროორგანიზმების განეიტრალებას.

4. შეცდომა ჩირეულის მიღებისას

თუ ჩირეულს უბრალოდ მიირთმევთ, მისი დალბობა წყალში საჭირო არ არის (თუმცა გადარეცხვა მაინც სასურველია), მაგრამ თუ მის გამოყენებას აპირებთ როგორც სალათის ინგრედიენტის ან ცომეულში, გირჩევთ აუცილებლად გააჩეროთ ცოტა ხანი მდუღარე წყალში. ეს ხრიკი იძლევა საშუალებას პროდუქტი იყოს შედარებით ნაზი, გემრიელი და რბილი.

5. შეცდომა - დიდი ხნით დამარინადება

არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში დაამარინადებთ ხორცს, მით ნაზი და გემრიელი იქნება, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. ღორის ან ქათმის ხორცი 12 საათზე მეტ ხანს თუ იქნება დამარინადებული, ის გახდება ძალიან უხეში და შესაბამისად უგემური.

6. შეცდომა - ნივრის ტაფაზე ნაადრევად მოთავსება

თუ ხახვი და ნიორი ტაფაზე მოსაშუშად ერთდროულად მოგითავსებიათ, ნახავდით, რომ როდესაც ნიორი უკვე მზად არის, ხახვი მაშინ იწყბეს მოშუშვას. ასე რომ, არ გირჩევთ ამ ორი პროდუქტის ტაფაზე ერთდროეულად მოთავსებას. ჯერ ხახვი მოშუშეთ და როდესაც უკვე თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ ნიორი.

7. შეცდომა - ცომის დიხანს ზელა

არ შეიძლება ყველაფრის ცომის ერთნაირად დამუშავება, მაგალითად პიცას შედარებით ელასტიური ცომი სჭირდება და ის უფრო დიდხანს უნდა ზილოთ, მაგრამ ფუნთუშეულისთვის ჯობია ცომი უფრო ფაფუკი და ნაზი იყოს.

8. შეცდომა - ხორცის შეწვა მაშინვე, როდესაც სუნელებს მოაყრით

თუ სადილად სტეიკის მომზადება გაქვთ გადაწყვეტილი იცოდეთ, რომ არ დადოთ ტაფაზე შესაწვავად მაშინვე, როდესაც სუნელებს მოაყრით, ასე თქვენ ავტომატურად ამბობთ უარს ხრაშუნა და გემრიელ კანზე. საქმე ის გახლავთ, რომ დამარილებული გამოყოფს ბევრ წვენს, რომელიც არ აძლევს ხორცს კარგად შეწვის საშუალებას.
მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, დაამარილოთ ხორცი, შემდეგ დაასვენოთ 15-20 წუთის განმავლობაში, პერიოდულად გაამშრალეთ ხოლმე ქარალდის ხელსახოცით, რათა ტაფაზე შეიწვას და არ მოიხარშოს.

9. შეცდომა - კარტოფილის თავსახურის გარეშე მოხარშვა

რატომ ხდება, რომ ხშირად კარტოფილის მოხარშვის დროს ზოგი მზად არის, ზოგს კი ცოტა აკლია, უმია. შესაძლოა ქვაბს თავსახური არ დაახურეთ.
ზოგ დიასახლისს ჰგონია, რომ ხარშვის დროს თავზე დახურებით შესაძლოა კარტოფილი ჩაიხარშოს, თუმცა ასე არ არის. თავსახური ხელს უწყობს სითბოს თანაბრად გადანაწილებას და ასე პროდუქტი ერთნაირად მომზადდება.

10. შეცდომა - ხორცის დაბეგვა პოლიეთილენის გერეშე

ქათმის ხორცი, დიეტური, პრაქტიკულად უცხიმო პროდუქტია, რომლის გამოშრობაც მომზადების დროს ძალიან მარტივია. ძალიან კარგია, როდესაც ქათმის ხორცი ვბეგვავთ და ისე ვწვავთ ხოლმე, რათა თანაბრად შეიწვას და უფრო გემრიელი იყოს.
თუმცა ხშრად დიასახლისები შეცდომას ვუშვებთ ხოლმე ხორცის დაბეგვის დროს, როდესაც მას პირადპირ, პოლიეთილენის დაფარების გარეშე ვბეგვავთ. პოლიეთილენი დაბეგვის დროს იცავს ხორცს ზედმეტი დაზიანებისგან და ის შედარებით ნაზი და გემრიელი გამოდის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები