თუ უეცრად საყვარელი ტაფა დაგეწვათ, პანიკას ნუ მიეცემით. ჩვენ გასწავლით ხერხს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მიმწვარ და ერთი შეხედვით გადასაგდებ ტაფას უპრობლემოდ გააწკრიალბეთ და ამისთვის მხოლოდ ერთი კომპონენტი დაგჭირდებათ.
გთავაზობთ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ მიმწვარი ტაფისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებაში, ალუმინის სახეხის გარეშე. ამ შემთხვევაში რბილი ღრუბელიც კი გამოგადგებათ.
ამისთვის დაგჭირდებათ
1 ჭიქა წყალი
1 სუფრის კოვზი ლიმონის მჟავა
ჩაასხით ტაფაში ერთი ჭიქა წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ჩაყარეთ ამ წყალში ერთი კოვზი ლიმონის მჟავა და კარგად მოურიეთ. ცოტა ხანი ადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და დააცადეთ, რომ გაცივდეს.
კომენტარები