1. კოსმეტიკა
კოსმეტიკას აბაზანაში არაფერი ესაქმება. დროა მოაშოროთ ეს ნივთები აბაზანიდან და ადგილი საძინებელში, სპეციალურ კოსმეტიკის მაგიდაზე მიუჩინოთ.
2. პირსახოცები
ეცადეთ, აბაზანში იყოს ცოტა პირსახოცი, ცვალოთ ხშირად, ვიდრე უარავი ერთად გეკიდოთ. უმჯობესია, პირსახოცები დაკეცილ მდგომარეობაში სხვა ოთახში კარადში გქონდეთ მოთავსებული.
3. მარაგი
მთელი თვის მარაგი ტუალეტის ქაღალდის აბაზანაში შენახვა მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის. ეს ეხება კბილის პასტებს, საპნებს, შამპუნებს და ა. შ. ასე აბაზანა არეულად
4. სათლები და იატაკის ჯოხები
ეცადეთ ეს ნივთებიც არ გქონდეთ აბაზანაში, იხმარეთ და შეინახეთ, მიუჩინეთ ადგილი აივანზე ამ საკუჭნაოში.
5. წამლები
წამლებს აბაზანაში არაფერი ესაქმება. მათი ადგილი სამზარეულოს უჯრაში უფროა.
6. ელექტრომოწყობილობები
ფენი, ეპილატორი, ელექტროსაპარსი თუ ნებიმიერი გაჯეტი, აბაზანში არ უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ფუჭდება, არც ლამაზად გამოიყურება.
7. საშრობი
თუ ატყობთ, რომ აბაზანაში ობი გაჩნდა და საშრობი გაქვთ, დროა აბაზანიდან გაიტანოთ.
8. ტექსტილის ხალიჩა
ხალიჩა აბაზანაში საჭიროა, თუმცა არა ტექსტილის, რადგან ასეთი ხალიჩა ბევრ მტვერს აგროვებს. აბაზანისთვის უკეთესი რეზინის ხალიჩაა, რომელიც არც ისრიალებს და არც მტვერს დააგროვებს.