მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ გულისხმობს. ამ დროს მორწმუნეს ყოველგვარი ხორციელი ტკბობისგან თავშეკავება მართებს და მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობისგან. შეიძლება თუ არა ცოლ- ქმრული ურთიერთობა და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს წყვილი? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- შეიძლება თუ არა ცოლ- ქმრის ურთიერთობა მარხვაში?
- მარხვაში ადამიანი თავს იკავებს არა მხოლოდ საჭმლისგან, არამედ ცოლ- ქმრული სარეცელისგანაც. წმინდა იოანე დამასკელის თქმით: თავშეკავებით არავინ
- თუ ცოლ- ქმრიდან რომელიმე არ არის მორწმუნე, ეკლესიური და თანაცხოვრებისგან თავი ვერ შეიკავა, ეკლესიის კანონის მიხედვით ისჯება?
- მოძღვარი განსაზღვრავს ადამიანის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოძღვარს სხეულზე მეტს, სულს ვანდობთ და ამიტომაც არ უნდა მოგვერიდოს რჩევის კითხვა სანამ შეცდომას დავუშვებთ. საკვებზე მეტ ,,სიამოვნებას" ადამიანი სხეულისგან იღებს და თუ ამისგან არ იკავებს თავს, ამ შემთხვევაში კანონი უნდა დაუწესოს სულიერმა მოძღვარმა. ყველაზე მცირე, სინანული უნდა გამოავლინოს მორწმუნემ. თუ რომელიმე ურწმუნოა, მას ეკლესია ვერ მისცემს რჩევას, თუმცა მეუღლეს ყველანაირად განამტკიცებს, რომ დაიტიოს და იტვირთოს ის ჯვარი, რაც ცოლ- ქმრობამ დააკისრა: ვინც სრულიად დაითმენს იგი სცხოდება. ჩვენი ნება არ უნდა ერთვებოდეს და მეუღლის ურწმუნოებით არ გავამართლოთ ,,შინაგანი ვნება". პროვოცირება მორწმუნისგან არ უნდა ხდებოდეს. გული სუფთა უნდა გვქონდეს და ვიცოდეთ: ღმერთთან კონფლიქტს ადამიანთან კონფლიქტი სჯობს.
- ხანგრძლივი მარხვის პერიოდში ეს ურთიერთობები მოძღვარმა უნდა დაარეგულიროს თუ ცოლ- ქმარმა?
- ცოლ- ქმარი ეკლესიის გარეშე, დამოუკიდებლად ჯვრისწერასაც ვერ არეგულირებს. მოძღვარი პიროვნულად არაფერ შუაშია, ის თავად არ აწესებს სარეცელში მოქმედების წესებს. ჩვენ ვიცით, რომ ადრე მორწმუნენი მარხვის პერიოდში ჯვალოს იცმევდნენ და სპეციალურად განკუთვნილ ოთახში განმარტოვდებოდნენ. როდესაც წმინდა დედოფალთა ცხოვრებას გადავხედავთ, ვხვდებით, რომ მათი ასკეტური ხედვა რაოდენ დიდებული იყო. ზედგომასა და მღვიძარებაში ატარებდნენ დღეებს. წმინდა თამარ მეფე მძიმე მარხვას ვარძიაში ატარებდა და ერის ცოდვებს გლოვობდა. თუ ირღვევა ეკლესიის მიერ შეთანხმებით დადგენილი სარეცლის ,,დროებითი დაცილება", ამ შემთხვევაში მოძღვარმა ზიარებისგან დროებით უნდა განაყენოს.
- გარდა ხანგრძლივი მარხვისა, ცოლ- ქმრული თანაცხოვრებისგან რომელ დღეებში უნდა მოხდეს თავშეკავება?
- ოთხშაბათსა და პარასკევს, დიდ დღესასწაულებზე, როდესაც ვეზიარებით. ჩვენი გონება როდესაც უმაღლესს ერთვის, უმდაბლესისკენ არ უნდა დავდრიკოთ.
- შეიძლება თუ არა ამგვარმა აკრძალვამ ზიანი მიაყენოს წყვილის ურთიერთობას?
- სადაც სარწმუნოების პრობლემაა, იქ არათუ მსგავსმა აკრძალვამ, უბრალოდ ღმერთის ხსენებამაც შეიძლება დაანგრიოს ოჯახი. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. გააჩნია ადამაინსა და მის ფსიქოლოგიას.
თეა ცაგურიშვილი
კომენტარები
გასაგებიცაა ალბათ რადგან როცა ეზიარები მაშინ არ შეიძლება. ის კიარ უთქვია საერთოდ არ შეიძლებაო !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
P.S ურწმუნო არ ვარ, მეც ეკლესიის წევრი ვარ. უბრალოდ უკვე მეცოდება ის ადამიანი, რომელიც ამ სტატიას წაიკითხავს და მსგავსად იცხოვრებს. ამგვარი სიწმინდე ცუდი კი არაა, თუ ვინმეს შეუძლია, ღმერთი შეეწიოს, მაგრამ მე არ მგონია ყველას შეეძლოს და ეს მღვდელი ყველას ერთ ქვაბში ხარშავს. რა უბედურებაა ?! მიდი აბა და ახალდაქროწინებულ ახალგაზრდა წყვილს უთხარი ეს !