სარეცხ მანქანაში რეცხვა ჩვეული რუტინაა დიასახლისებისთვის. მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა ის გვავიწყდება, რომ სარეცხის მანქანას მოფრთხილება და მოვლა სჭირდება, დიდხანს და ერთგულად რომ გვემსახუროს.
ნივთებს შორის, რომლის გარეცხვაც არავითარ შემთხვევაში არ ღირს სარეცხის მანქანით, არის ხალიჩა. ხალიჩას აქვს უნარი შეიწოვოს დიდი რაოდენობით სითხე, რაც მას ძალიან ამძიმებს. შედეგად სარეცხი მანქანის დაზიანებას იწვევს.
თანამედროვე სარეცხის მანქანები წურვის დროს 1000-1200 ბრუნს აკეთებენ, მძიმე ნივთმა კი ამ დროს შესაძლოა მანქანა ნაწილებად დაშალოს.
თუ ხალიჩას რეზინის ძირი აქვს ეს რეზინი რეცხვის დროს იშლება,
1. ქაფის ბალშები
ბალიშები, რომელიც იმახსოვრებს პატრონის თავის და კისრის ფორმას უმჯობესია ხელით გარეცხოთ, რადგან მანქანაში ის აუცილებლად დაზიანდება.
2. სამოსი ცხოველის ბეწვით
ბეწვიანი სამოსი გარეცხვამდე უმჯობესია გაასუფთავოთ, რადგან რეცხვა ბეწვს არ აშორებს, ის უბრალოდ სხვა ნივთებსაც გადაედება. მშრალი სამოსი კი ადვილად გასუფთავდება წებოვანი ქაღალდის გადატარებით ან სველი რეზინის ხელთათმანით.
3. დიდი პლედი
ნივთები, რომელთაც მანქანაში ძლივს მოათავსებთ, უმჯობესია საერთოდ არ მოათავსოთ და ხელით გარეცხოთ ან ქიმწმენდაში ჩააბაროთ.
4. ამოქარგული ან მაქმანებიანი ნივთები
ამოქარგული ან რთულელემენტებიანი ნივთები მანქანამ შესაძლოა დააზიანოს. ამიტომ მათი გარეცხვა მანქანით რეკომენდებული არ არის.