"მარილი კარგად იწოვს სითხეს და ფრთხილად ამოჰყავს ლაქა" - როგორ გავუმკლავდეთ ლაქებს

თუ სამოსი დალაქავდა, მის გადაგდებას ნუ იჩქარებთ. ლაქის გამო ნივთი ყოველთვის გადასაგდები როდია. ხშიარდ გამოსავალი არსებობს, მთავარია შეირჩეს სწორი საშუალება, წყლის ოპტიმალური ტემპერატურა და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, დრო, თუ როდის გააკეთებთ ამას.


გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ მებისმიერი ლაქის ამოყვანის დროს მთავარია იმოქმედოთ დროულად, ახალი ლაქა ბევრად მარტივი ამოსაყვანია.
არ არის საჭირო ახალი ლაქის სრესა, საკმარისია დასველოთ ხელსახოცით ან დააყაროთ მარილი. მარილი კარგად იწოვს სითხეს და ფრთხილად ამოჰყავს ლაქა.

არ მისცეთ ლაქას გაშრობის საშუალება. ეცადეთ, მაშინვე ამორეცხოთ ან ჩაალბოთ, მთავარია, რომ მზეზე
გაშრობის საშუალება არ მისცეთ, რომ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად ლაქა ღრმად არ ჩაჯდეს ქსოვილში. აუცილებლად კარგად წაიკითხეთ ქსოვილის მოვლის ინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ ლაქის ამომყვანი საშუალება.
დალაქავებული სამოსი არ დააუთოვოთ და არ გააშროთ საშრობში. ჯერ დარწმუნდით, რომ ლაქა ამოვიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი ტემპერატიურა ლაქას უფრო ღრმად ჩააჯენს ქსოვილში. თუ პირველ ჯერზე ლაქის ამოყვანა არ მოხერხდა, გამოიყენეთ მათეთრებელი. ჟანგბადის ბურთულებიანი მათეთრებელი ნებისმიერ ქსოვილს ერგება. მართალია, ქლორიანი მათეთრებელი ბევრად ეფექტურია, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ თეთრი ფერის ქსოვილზე შეიძლება. ნებისმიერ საშუალება პირველად გამოყენების დროს ჯერ პატარა, შეუმჩნეველ მონაკვეთზე მოსინჯეთ.

სისხლი


ფატალური შეცდომაა სისხლის ლაქის თბილი წყლით ამორეცხვა. თუ ამის საშუალება არის, სისხლიანი ადგილი წყლის ნაკადს მიუშვირეთ. ამის შემდეგ წაუსვით საპონი ან ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ნაზად ამორეცხეთ და კარგად გაავლეთ. როგორც წესი, ჭუჭყის 2/3 ამოვა. ამის შემდეგ შეგიძლია ჩაალბოთ თბილ წყალი და საიმედო სარეცხის ფხვნილით ან თხევადი საშუალებით გარეცხოთ.

ბალახი


კარგად გასაპნეთ დასვრილი ადგილები. დაამუშავეთ რბილი ჯაგრისით ან ღრუბლით.

ყავა


თუ ქსოვილი თეთრია ან ღია ფერის არის, შეარჩიეთ სარეცხის საშუალება თეთრი ფერის ქსოვილისთვის. ასეთი ფხვნილი, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიულია მუქი ფერის ქსოვილისთვის, თუმცა ეს ყავის ლაქასაც შეეხება. ამ შემთხვევაში უმჯიბესია გამოიყენოთ ფხვნილი და არა თხევადი საშუალება.

ღვინო


დააფარეთ ლაქას მშრალი ქაღალდის ხელსახოცი. შემდეგ მინიმუმ ნახევარი საათით ცივ წყალში ჩაალბეთ. თუ ლაქა არ მოშორდა შეგიძლიათ დაამუშავოთ ჭირჭლის სარეცხი საშუალებით და გარეცხოთ ჩვეულებრივი წესით.

კენკრა


რაც შეიძლება სწრაფად ჩაალბეთ სამოსი ყინულიან წყალში და დატოვეთ თუნდაც მთელი ღამით. თუ ლაქა დიდია, შეგიძლიათ წყალი რამდენჯერმე გამოუცვალოთ.

ცხიმი


რაც შეიძლება სწრაფად მოაყარეთ მარილი. შემდეგ ამოატრიალეთ სამოსი და მიეცით საშუალება გაშრეს და დაამუშავეთ ჭურჭლი სარეცხი საშუალებით, ის ძალიან კარგად იწოვს ცხიმს. გაავლეთ კარგად და გარეცხეთ ისეთ მაღალ ტემპერატურაზე, რის საშუალებასაც ქსოვილი იძლევა.

ოფლი


თუ თქვნს სამოსს მსგავსი ლაქა გაუჩნდა, გარეცხვის წინ ეს ადგილები ძმრით დაამუშავეთ, რომელსაც 1/1 - თან გადააზავებთ წყალთან. დააცადეთ 15 წუთი და გარეცხეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები