ობი ჩნდება ნესტში და სისველეში. არის ადგილები, სადაც ობი თვალსაჩინოა და მათ სასწრაფოდ ვანადგურებთ, თუმცა არის ადგილები სახლში, სადაც, ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ შესაძლოა ობი ბინადრობდეს. მოდით, ვნახოთ ეს ადგილები.
მაცივრის კარის რეზინი
ეს განსაკუთრებით ქვედა ნაწილს ეხება. კარის გაღების დროს ხშირად ხვდება წყლის წვეთები, რაც შედეგად იწვევს ობის გაჩენას.
სარეცხის მანქანა
ყველა დიასახლისმა როდი იცის, რომ სარეცხის გარეცხვის შემდეგ მანქანის კარი ნახევარი საათით მაინც უნდა დატოვოს ღია, რთა გამოშრეს და განიავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ობი და უსიამოვნო სუნი მანქანაში გარდაუვალი
იქნება.
გარეცხილი სარეცხი მანქანაში
ობი შეიძლება გაუჩნდეს არ ამარტო სარეცხის მანქანის რეზინს, არამედ თავად სარეცხს, თუ დროულად არ გამოიღებთ და არ გაფენთ.
კბილის ელექტროჯაგრისი
სტომატლოგები გვაფრთხილებენ, თუ კბილის ელექტრო ჯაგრისით სარგებლობთ, არ დაგავიწყდეთ პერიოდულად მისი თავის გამოცვლა და თავად მოწყობილობის კარგად გასუფთავება.
უნიტაზის ავზი
გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ თურმე დროდადრო ეს ადგილიც უნდა შეამოწმოთ და გაასუფთავოთ.
ბავშვის სათამაშოები
პლასტმასის ან რეზინის სათამაშოები, რომელსაც აქვს პატარა ხვრელი, ძალიან საფრთხილო ნივთია, რომელსაც ადვილად უჩნდება ობი. ამიტომ ხშირად რეცხეთ და კარგად გაამშრალეთ ხოლმე.
პლასტმასის ჭურჭელი
ეს ძირითადადა ბავშვის წყლის ჭურჭელს ეხება.
ყავის მადუღარა
დროდადრო დაშალეთ ყავის მადუღარა და კარგად გარეცხეთ, რათა ობის გაჩენის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოთ.
კოსმეტიკა
დიახ, ასეც ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ერთია, ასეთი ნივთი დაუფიქრებლად უნდა მოიშოროთ თავიდან.