რით აზიანებს სარეცხ მანქანას სწრაფი რეცხვის რეჟიმი


სარეცხი მანქანის სწრაფი რეცხვის რეჟიმი ყოველდღიური მოხმარებისთვის არ გამოდგება. რატომ?
სწრაფი რეცხვის რეჟიმი სარეცხის მანქანის ყველა მოდელს აქვს. რამდენიმე ვარიანტი: 30-40 გრადუსის რეჟიმი და სპეციალური ღილაკი. სწრაფი რეცხვის ღილაკი რეცხვის ნებისმიერ რეჟიმს 30 %-ით ამოკლებს.

რატომ არის ეს სახიფათო?



ლოგინის თეთრეული და პირსახოცები აუცილებლად სრული ციკლით უნდა გაირეცხოს, არანაკლებ 60 გრადუსი ტემპერატურისა. საქმე ის არის, რომ მიკრობთა უმეტესობა მხოლოდ 50 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე ნადგურდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ოჯახებისთვის, სადაც არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები 
ზოგადად რეცხვის დროის შემცირება მოქმედებს ეფექტურობაზე, სწრაფი რეცხვა
ინტენსიური რეცხვაა, რომელიც აზიანებს შალს, აბრეშუმს და სხვა დელიკატურ ქსოვილებს. ქსოვილი მალე ზიანდება, ეკარგება გარეგნული იერსახე.

რატომ ვნებს მანქანას

დიდი ზომის სარეცხი ერთად გროვდება, ამ რეჟიმს არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ სარეცხი თანაბრად გადანაწილდეს დოლურაში. ასეთ დროს რეცხვის პროცესი ბევრად უფრო ხმაურიანია, ვიდრე სხვა რეჟიმით რეცხვის დროს. სწრაფი რეცხვა მანქანის მომსახურების ხანგრძლივობას კი არ ახანგრძლივებს, არამედ ამცირებს.

თუ მაინც მსგავსი ტიპის რეცხვას ანიჭებთ უპირატესობას ჩაყარეთ ორჯერ ნაკლებ ფხვნილი, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმებზე ყრით ხოლმე, რათა სარეცხმა მოასწროს გავლება და ფხვნილი არ დარჩეს ტანსაცმელზე და ასევე მანქანაში, ცნობილია, რომ მავნე მიკრობები 50 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე აგრძელებენ არსებობას არა მარტო ტანსაცმელზე, არამედ მანქანაშიც, სწორედ ამის გამო ჩნდება ხოლმე მანქანაში უსიამოვნო სუნი.
სწრაფი რეცხვის რეჟიმი განკუთვნილია ისეთი ნივთების რეცხვის დროს, რომელსაც ყოველდღიურად იცვლით, უბრალოდ ავლებთ, თუ ტანსაცმელს აქვს ლაქები, უსიამოვნო, ოფლის სუნი გირჩევთ, აირჩიოთ რეცხვის სრული ციკლი შედარებით მაღალი ტემპერატურით, სარეცხის საშუალებების ეფექტურობა ხშირად სწორედ წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები