როგორ დავალაგოთ სახლი ეფექტურად - პროფესიონალების რჩევები

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე უკეთ ვის ეცოდინება სახლის ეფექტურად დალაგების საიდუმლოებები, რისი წყალობითაც ბინაში იდეალური წესრიგი დაისადგურებს, ისეთი, როგორიც ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში სუფევს.

ვნახოთ, რას გვირჩევენ.
სახლის დალაგება ნებისმიერი დიასახლისის მთავარი თავისტკივილია. შესაძლოა ეს საკითხი პრობლემას იმიტომ გიქმნით, რომ არასწორად ალაგებთ. ქლინინგ ცენტრების თანამშრომლებისთვის კი სახლის დალაგება მეტი არაფერია, თუ არა საქმე, რომელიც მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად უნდა შეასრულონ და თან ისე, რომ ამას ბევრი ძალისხმევა და ენერგია არ შესწირონ.

სანამ საქმეს შეუდგებოდეთ, პირველ რიგში მოუღეთ ბოლო თვალსაჩინო ქაოსს. გაიტანეთ ნაგავი, აქეთ-იქით
მიყრილ-მოყრილი ნივთები თავის ადგილზე დააბრუნეთ, სარეცხი სარეცხის მანქანაში მოათავსეთ -ასე იწყებენ ოთახის დალაგებას პროფესიონალები. გამოცვალეთ თეთრეული და მოაშორეთ ოთახიდან ზედმეტი ნივთები, ბოთლები თუ სხვა ნაგავი. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადაინაცვლოთ სველ წერტილში, გამოცვალოთ პირსახოცები და მოაშოროთ ნაგავი.
ამ ყველაფრის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ გადახვიდეთ სამზარეულოსა და სხვა ზედაპირებზე, რომელთაც სველი ტილოთი დაამუშავებთ.


გადავიდეთ ხალიჩაზე. ხალიჩა არასდროს ბინძურდება თანაბრად. ნებისმიერ ოთახში არის ადგილი, სადაც ფეხი ყველაზე ხშირად ხვდება. სწორედ ამ ადგილიდან უნდა დაიწყოთ მტვერსასრუტით დამუშავება. იდეალური შედეგის მისაღწევად გირჩევთ ჩაატაროთ ორფაზიანი დასუფთავება - ჯერ მშრალი, ხოლო შემდეგ სველი. ასე არ გაწვალდებით სველ იატაკზე თმისა და სხვა ნაგვის ნარჩენების დასუფთავებით. იატაკის სველი წესით დალაგებას ვიწყებთ შორეული კუთხიდან.

დალაგების დროს, მთელ პროცესში აქტიურად დაგჭირდებათ აბაზანის, ნიჟარის გამოყენება. ჯერ აბაზანა რომ დაალაგოთ, აუცილებლად ხელახლა დასალაგებელი გაგიხდებათ. ასევე ამიტომ არ ღირს სახლის დალაგების აბაზანის წმენდით დაწყება, რომ თავიდან აიცილოთ ბაქტერიების მთელ სახლში გამრავლება. პროფესიონალები დალაგებას ყოველთვის აბაზანის და საპირფარეშოს გენერალური წმენდით ასრულებენ.

დასალაგებლად ყვეალზე მოსახერხებელი და ეფექტური მიკროფიბრის ტილოებია.
და ბოლოს, პროფესიონალები გვახსენებენ, რომ სახლის დასუფთავებისთვის საუკეთესო და ეფექტური საშუალებები ყველა დიასახლისის ოჯახში მოიძებნება, დიახ, საუბარია სოდაზე და ძმარზე.



როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ძმარი - ჩაგინაცვლებთ ძვირიან საწმენდ სითხეებს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები