როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ძმარი - ჩაგინაცვლებთ ძვირიან საწმენდ სითხეებს


ეს ჯადოსნური სითხე წარმატებით გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში.
არსებობს ნატურალური და სინთეტიკური ძმარი. პირველი ძირითადად კულინარიაში გამოიყენება, მეორე კი საყოფაცხოვრებო პრობლემების დროს.

თუ გადაწყვიტეთ სინთეტიკური ძმრის გამოყენება, გირჩევთ ეს დიდი სიფრთხილით, ხელთათმანებით გააკეთოთ, რათა თავიდან აიცილოთ კანის დამწვრობა და გაღიზიანება.

კანალიზაციისთვის

გადაურიეთ ერთმანეთში სოდა და თეთრი ძმარი, დაუმატეთ ცოტა მდუღარე და ჩაასხით მილებში. ამის შემდეგ მილების გაჭედვა აღარ შეგაშინებთ.

სარკისთვის


იმისათვის, რომ სარკე ან უჟანგავი ფოლადი გააპრიალოთ, თეთრი ძმრით გაწმინდეთ. ჩაასხით ძმარი პულვერიზატორში, შეასხით სარკეს, გაწმინდეთ მიკროფიბრის ტილოთი
და პრიალა ზედაპირი გარანტირებული გექნებათ.

თეთრეულისთვის


თეთრი ძმარი საოცარი კონდიციონერია თეთრეულისთვის.  ამ საშუალებით მაღაზიაში ნაყიდი ნებისმიერი ძვირიანი კონდიციონერი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. საამისოდ საკმარისია რამდენიმე კოვზი ძმარი კონდიციონერის განყოფილებაში ჩაასხათ. ამის შემდეგ სარეცხი, განსაკუთრებით კი პირსახოცები, საოცრად რბილი და ფაფუკი ხდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები