ნივთები, რომლებიც სამზარეულოში დიდ ადგილს იკავებენ


სამზარეულო ის ადგილია, სადაც დიასახლისები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ. სახლის ეს ნაწილი მუდმივად მოწესრიგებული უნდა იყოს, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ ეს სივრცე მუდმივად მოწესრიგებული გქონდეთ.

არ ღირს დიდი ზომის შესანახი ქილების სამზარეულოს სამუშაო ზედაპირზე მოთავსება.ა ეს დიდი ადგილს იკავებს, რაც აუცილებლად შეგიშლით ხელს იმაში, რომ ეს ზონა მუდმივად მოწესრიგებული გქონდეთ.

თითქმის ყველა სამზარეულოში ჩვეული ამბავია ქვაბი ქურაზე მთელი დღის განმავლობაში. თითქოს ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა გირჩევთ, რომ სადილის გაციებისთანავე გადაიტანოთ საჭმელი
კონტეინერში, დაახუროთ თავზე და შეინახოთ მაცივარში, ქვაბი კი მაშინვე გარეცხოთ, რომ ხელი შეუშალოთ მიკრობების გავრცელებას.

მიქსერი ყველა დიასახლისის ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა, იყიდება მრავალნაირი - სტაციონარული, ხელის, თუმცა სადგამიანი მიქსერი საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, ამიტომ, თუ ცხობა ყოველდღიურად არ გიწევთ, გირჩევთ უპირატესობა ხელის მიქსერს მიანიჭოთ, ეს ადგილის დაზოგვის ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური ხრიკია.

არც ისეთი ჭურჭლის საშრობის გამოყენებაა მიზანშეწონილი, რომელიც ნიჟარასთან, სამუშაო ზედაპირზე უნდა მოთავსდეს, ის ძალიან დიდი სივრცეს იკავებს, რაც სამზარეულოს იერსახესაც ცვლის. კარადაში ჩამონტაჟებული საშრობი ბევრად პრაქტიკული და ვიზუალურად გამართლებულია.

ბევრ ქალბატონს აქვს ჩვევად ლამაზი ჭურჭლის ყიდვა და შედეგ მისი საგულდაგულოდ შენახვა. ეს ის ჩვევაა, რომელსაც აუცილებლად უნდა გადაეჩვიოთ, გაილამაზეთ ყოველი დღე, ლამაზი ჭურჭელი ყოველდღიურად გამოიყენეთ, ხოლო ისეთი ჭურჭელი, რომელსაც არ ხმარობთ, უბრალოდ გააჩუქეთ და გაითავისუფლეთ ადგილი.

ორადგილიანი ნიჟარა პრაქტიკული და ფუნქციონალური რომ არის, ამაში ვერ შეგედავებით, ნამდვილად ასეა, თუმცა თუ საუბარი ძალიან შეზღუდულ სივრცეზეა, მაშინ გირჩევთ უპირატესობა ერთადგილიან ნიჟარას მიანიჭოთ, ის საკმაოდ ბევრ ადგილს დაგიზოგავთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები